რა შეიძლება იყოს დეველოპერებისთვის გაძლიერების ერთ-ერთი გზა

ალბათ ძნელი შესამჩნევი არ არის, რომ ბოლო პერიოდში საკმაოდ მომრავლდა პატარა ბაღები და სკვერები, რაც ძალიან კარგია, მაგრამ რეალურად თბილისშიც და მის შემოგარენშიც არის დასასვენებელი პარკების ნაკლებობა. ისეთი პარკების, სადაც შესაძლებელი იქნება ოჯახთან ერთად დასვენება, პიკნიკის მოწყობა, წიგნის წაკითხვა და უბრალოდ დროის სასიამოვნოდ გატარება.

არა და ასეთი ტიპის პარკებზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია და სავარაუდოდ კიდევ უფრო გაიზრდება ზაფხულის მოახლოვებასთან ერთად. ამის კარგი მაგალითია თუნდაც “მთაწმინდის პარკი”, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი ადის და მისვლაც უკვე არაკომფორტული ხდება ხალხის დიდი ნაკადის გამო.

ვფიქრობთ, დეველოპერებს დღეს ეძლევათ კარგი შესაძლებლობა განავითარონ კომპეტენციები სარეკრეაციო მიმართულებით და დაიწყონ თბილისის შემოგარენის განაშენიანება. განსაკუთრებით არსებულ პირობებში, როდესაც მოსახლეობის დიდ ნაწილს, არ აქვს იმის შესაძლებლობა გავიდეს ქალაქგარეთ რამოდენიმე კვირით, ან თუნდაც დღით. ზოგს უბრალოდ არ აქვს საამისო თანხები, ზოგი კი ვერ მიდის სამსახურის გამო.

სარეკრეაციო მიმართულება შესაძლოა გახდეს ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი დეველოპერებისათვის. ეს მათ მისცემს შესაძლებლობას მიიღონ შემოსავალი ატრაქციონებიდან, პარკში სხვადასხვა ტიპის საკვები და სავაჭრო ობიექტებისათვის ფართების გაქირავებიდან. ეს ასევე შეიძლება კარგი საშუალება იყოს მათი იმიჯის ფორმირებისა და გაყიდვებისათვის.

იდეის განხორციელებას განსაკუთრებით ამარტივებს ის ფაქტი, რომ ასეთი აქტივობისას სახელმწიფო მხარდაჭერა აუცილებლად იქნება.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 3.50 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

3 კომენტარი to “რა შეიძლება იყოს დეველოპერებისთვის გაძლიერების ერთ-ერთი გზა”


  1. პაპუნა
    on May 22nd, 2009
    @ 22:05

    გაძლიერება არ ვიცი მაგრამ განვითარებისთვის მართლა შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი. ფაქტია, რომ დღეს ამ ტიპის რეკრეაციულ ზონებზე ქალაქთან ახლოს მართლაც დიდი მოთხოვნა არსებობს. ამ დროს არავინ პროფესიონალურ დონეზე არ ეძებს ამისათვის ყველაზე ეფექტურ ადგილებს, არ აგეგმარებს და ავითარებს მათ. ის კომპანია რომელიც ამ მიმართულებით ჯერ კომპეტენციის დაგროვებას ხოლო მერე უკვე აქტიურ საქმიანობას დაიწყებს მართლაც შეიძლებს ღირებულების შექმნას როგორც თავისთვის ისე საზოგადოებისათვის..


  2. Gio
    on Jun 1st, 2009
    @ 16:23

    kargi Temaa, Tumca dRes developmentSi iseTi mZime situaciia, rom amaze fiqrsac ki aravin daiwyebs.

    es iseTi mimarTulebaa, romelSic dRes fulis cadebas miwaSi fulis Cadeba jobia, radgan sazogadoebis ketildReobaSi fiqrs, bevri developerisaTvis Tavis jibeze fiqri urCevnia. Tan exla miwa Calis fasia. anu Tu vinmes dRes fuli gauCnda, mas sxva rameSi Cadebs.

    es Tema saxelmwifoebrivi mniSvnelobis Temaa da amas saxelmwifom unda mixedos. developerebs rogorc wesi ar amdeni fuli aqvT da arc interesi, rom eseTi kompetencia daagrovon. aba warmoidgineT erTad: qarTveli mSenebeli da atraqcionebi da xalxis kmayofileba – gartoba.

    parkis Senebas, sadme 1000 m2 miwas iyidis, 16 sartuls dadgams da fuls gaaketebs…ese urCevnia, vidre sezonurobaze damokidebul atraqcionze fiqri.

    tu saxelmwifo xels Seuwyobs am mimartulebis ganviTarebas, gascems iaf kredits, daawesebs sagadasaxado SeRavaTebs imaTze, vinc amas gaakeTebs, Tu gamoyofs adgilebs da nulovani auqcionis wesiT an simboluri RirebulebiT gadascems vinmes da amasTan erTad sarekreacio – gasarTobi zonis valdebulebas daakisrebs, sul sxva saqmea…


  3. Irakli
    on Jun 1st, 2009
    @ 23:26

    aba developeruli kompania ragad chirdeba, tu kvelaferi saxelmtsifom gaaketa :)

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება