განვითარების ახალი მიმართულება ელმავალმშენებლისთვის

ვფიქრობთ, თუ “ელმავალმშენებელი” ქარხანა მობილურ სარემონტო ჯგუფებს გააკეთებდა და კლიენტებს ადგილზე შესთავაზებდა სამუშაოების ჩატარებას, საკმაოდ გაზრდიდა დაინტერესებულთა რიცხვს და სარგებლის მომტანი გახდებოდა როგორც კომპანიისთვის, ისე იქ დასაქმებულთათვის.

რადგან “ელმავალმშენებელი” მუდმივი დენის მაგისტრალური ელმავლების ერთადერთი მწარმოებელია ყოფილი სსრკ-ს ტერიტორიაზე, მას ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაყიდული ელმავლებისთვის სათადარიგო ნაწილების გამოცვლა და შეკეთება მოქნილი სისტემის ამუშავებით შეუძლია. ამისთვის კი საჭიროა მობილური სარემონტო ჯგუფების შექმნა.

ამ ჯგუფების შექმნით მას საკუთარი წარმოების, თუ სხვა მოდელის ელმავლებისთვის სათადარიგო ნაწილების ეფექტიანად გამოყენება შეუძლია. გარდა ამისა, ამ ჯგუფებში “ელმავალმშენებელში” მომუშავე კვალიფიციური კადრები დასაქმდებიან, რაც სამუშაო ადგილების შემცირების საშიშროებას მოხსნიდა. პოტენციური მომხმარებლებისთვის კი გაცილებით ხელსაყრელი იქნებოდა, თუკი მსგავსი ტიპის სარემონტო სამუშაოების ჩატარებას ვინმე ადგილზე შესთავაზებდა.

“ელმავალმშენებლისთვის” მობილური სარემონტო ჯგუფების შექმნა ახალი მიმართულების განვითარება იქნება, რაც ვფიქრობთ, წარმატებული აღმოჩნდება.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — ჯერ არ შეფასებულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება