“მისტიური მყიდველის” ეფექტი მომსახურების ხარისხის გასაზრდელად

სუპერმარკეტების ქსელის მომსახურების ხარისხის განვითარებისთვის ერთ–ერთი წარმატებული წინაპირობა მისტიური მყიდველების გააქტიურება შეიძლება გახდეს.

ჩვენი აზრით, ამისათვის საჭირო იქნება ქსელმა შესაბამის კომპანიას მისტიური მყიდველის სერვისი შეუკვეთოს, რომლის დახმარებითაც გააკონტროლებდა და თან გაზრდიდა მომსახურების ხარისხს თავის სავაჭრო ობიექტებში. ამ შემთხვევაში მისტიური მყიდველის მთავარი დანიშნულება იმ თანამშორმლების აღმოჩენა უნდა იყოს, რომლებიც ყველაზე მეტ ლოიალობას იჩენენ კლიენტების მიმართ.

პირველ ეტაპზე საჭირო იქნება თანამშრომლების შესაფასებლად საჭირო კრიტერიუმების ჩამოყალიბება. კომპანია ამ კრიტერიუმებს წინასწარ გაავრცელებდა თანამშრომლებში და გააფრთხილებდა, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება შემოვიდეს მისტიური მყიდველი და გამოცადოს ისინი შედგენილი კრიტერიუმების შესაბამისად.

მეორე ეტაპზე, მისტიურ მყიდველები დაიწყებდნენ ქსელის მაღაზიებში შესვლას და დაკვირვებას, კლიენტების მიმართ ყველაზე ლოიალურების გამოსავლენად, რათა კომპანიამ მათ შორის ყველაზე საუკეთესოები დააჯილდოვოს და წაახალისოს.

ვფიქრობთ, რომ ამ გზით ქსელი როგორც კარგად მომუშავეებს, ისე დანარჩენ თანამშრომლებს წაახალისებს, რათა მათ უფრო უკეთ შეასრულონ დაკისრებული ვალდებულება – შეუქმნან  კლიენტებს დამატებითი კომფორტი თავისი მომსახურებით და  მაღაზიისადმი მათი ნდობისა და ლოიალობის ხარისხი გაზარდონ.

საბოლოო ჯამში, შედეგი გაყიდვების საგრძნობი სტიმულირება იქნება.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 3.40 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება