ორ და სამ ვარსკვლავიანი სასტუმროების საერთო ბრენდის ქვეშ გაერთიანება

მიგვაჩნია, რომ ქვეყანაში ორ და სამ ვარსკვლავიანი სასტუმროების ერთი ბრენდის ქვეშ მოქცევა უფრო გაუადვილებს მათი შერჩევის პროცესს როგორც უცხოელ ტურისტებს, ისე ადგილობრივებს.

ტურისტების ნაკადის ზრდასთან ერთად იზრდება მოთხოვნა უფრო იაფფასიან სასტუმროებზე. ჩვენ კი როგორც ასეთი ტიპის სასტუმროების სიმცირეს განვიცდით, ისე მათზე ხელსაყრელი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სირთულეს.

ვფიქრობთ, ამ პრობლემას ნაწილობრივ გადაჭრიდა ორ და სამ ვარსკვლავიანი სასტუმროების ერთი ბრენდის ქვეშ გაერთიანების იდეა. აუცილებელია ამ ბრენდისთვის ვებ-გვერდის შექმნა, სადაც ყველა იმ სასტუმროს შესახებ განთავსებოდა ინფორმაცია, რომელიც ამ ბრენდის ქვეშ ერთიანდება. სხვა არსებულ ან ახლად აშენებულ სასტუმროებს მასში გაერთიანება მხოლოდ განსაზღვრული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ შეეძლებათ, როგორც პირობების, ისე ფასის კუთხით, ვარსკვლავების შესაბამისად.

ვფიქრობთ, რომ ამგვარად ტურისტები უფრო ორგანიზებულად შეძლებდნენ საცხოვრებელი ადგილის შერჩევას, გაიზრდებოდა მათი ნაკადიც და საბოლოოდ დადებითი ეფექტი ექნება ქვეყნის ეკონომიკისთვის.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 4.38 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება