თანამშრომლების კვალიფიკაცია რომ ავამაღლოთ

თანამშრომლების კვალიფიკაცია რომ ავამაღლოთ, სხვადასხვა შემთხვევაში სხვადასხვა თანმიმდევრობით, მაგრამ შემდეგი სამი ამოცანა უნდა გადავჭრათ:

ა) უნდა გავარკვიოთ, რისი ცოდნა სჭირდებათ და აინტერესებთ ზუსტად;

ბ) უნდა გავუჩინოთ სწავლის მოტივაცია;

გ) უნდა შევუქმნათ პირობები იმისათვის, რომ ისწავლონ ის, რაც მათ სჭირდებათ.

ეს ამოცანები თითქმის ყველასთვის ცნობილია, ვისაც კი უფიქრია თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების გზებზე, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მეორე ამოცანას, თანამშრომლებში სწავლის მოტივაციის გაჩენას,  მაინც იშვიათად უთმობენ სათანადო ყურადღებას და ხშირად არც რეალური საჭირობების დადგენაზე იხარჯება საკმარისი ენერგია.

ორგანიზაციები სულ უფრო მეტ რესურსებს ხარჯავენ თანამშრომლების სწავლებაზე, შედეგი კი ხშირად ის არ არის, რაც უნდა იყოს, ვინაიდან ადამიანებისთვის, ხშირად, სწავლების თემა არც საინტერესოა, არც ამ სწავლების პირადად მათთვის მნიშვნელობაა ბოლომდე ცხადი. შესაბამისად, ისინი უფრო მეტად დროს კარგავენ ამ სემინარებზე, ვიდრე რამე მნიშვნელოვან ღირებულებას იძენენ აქედან.

ცოტა მეტ დროს თუ დავხარჯავთ იმის გარკვევაზე, რისი სწავლება სჭირდებათ და აინტერესებთ თანამშრომლებს და მერე ცოტა მეტად შევეცდებით მათ სწავლის სურვილი გავუჩინოთ, ბევრად უფრო უკეთესი შეიძლება გახდეს სწავლების შედეგიც და ამ მხრივ დახარჯული რესურსების ეფექტიანობაც გაიზარდოს.

თანამშრომლებში სწავლის მოტივაციის გაზრდა ბევრნაირად შეიძლება, როგორც მატერიალური, ისე მორალური სტიმულებით. უბრალოდ საჭიროა 2-3 კაციანმა ჯგუფმა ერთი საათი დახარჯოს ამ მიმართულებით იდეების გენერაციაზე და მინიმუმ 5-7 საინტერესო გზას აუცილებლად მოიფიქრებენ.

რაც შეეხება სწავლების პირობების შექმნას, ცოტა შემოქმედებითად თუ მივუდგებით, ამ საკითხშიც ბევრი გამოუყენებელი შესაძლებლობა შეიძლება დავინახოთ. თუ ვიცით რა სჭირდებათ და აინტერესებთ თანამშრომლებს და მათში სწავლის სურვილის გაღვიძებაც მოვახერხეთ, ეკონომიური გზებით შეიძლება ბევრად უფრო კარგ შედეეგებს მივაღწიოთ ვიდრე ძვირადღირებული სემინარების ორგანიზებით.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 4.50 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება