მენეჯმენტის ყველაზე დიდი გამოწვევა

მენეჯმენტის ყველაზე დიდი გამოწვევა იმაშია, რომ შეცვალოს ინიციატივების ნაკადის მიმართულება. და თუ დღეს თვითონვეა ინიციატივების დიდი ნაწილის გენერატორი და შემდეგ კი უდიდეს ძალისხმევას მის მიერვე მოფიქრებული იდეების და წინადადებების განხორციელებაზე ხარჯავს, ხვალ იდეების და ინიციატივების გენერატორად თანამშრომლები უნდა აქციოს, თვითონ კი დაიტოვოს ქვემოდან ზემოთ მომავალი წინადადებების გადარჩევის და შერჩეულების განხორციელების ხელისშეწყობის ფუნქცია.

რაც დრო გადის, სულ უფრო მეტ სფეროში მხოლოდ ის ორგანიზაციები აღწევენ და ინარჩუნებენ წარმატებას, რომლებიც ახერხებენ, თავის წიაღში მეტი საინტერესო, ორიგინალური იდეის გენერირებას და შემდეგ ამ იდეების სწრაფ და ეფექტიან განხორციელებას. მართვის ტრადიციული წყობა, რომელიც მენეჯმენტს იძულებულს ხდის, ძირითადად თვითონ მოიფიქროს რაღაცა და მერე ძალიან დიდი ძალისხმევა დახარჯოს ამ იდეების განხორციელებაზე, აღარ იძლევა წარმატებისათვის საკმარისი რაოდენობით ცვლილებების მოფიქრების და გატარების საშუალებას.

იმისათვის, რომ ქვევიდან ზევით მომავალი ღირებული იდეების და ინიციატივების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდოს, საჭიროა, ბევრი ორგანიზაციული და კულტურული ცვლილება. მათ შორის ყველაზე არსებით გავლენას ინიციატივების ნაკადის მიმართულების ცვლილებაზე შემდეგი მოქმედებები ახდენს:

1. სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის არა ფუნქციების, არამედ ამოცანების გადანაწილება. როცა ადამიანს იმას კი არ ეუბნებიან, რა გააკეთოს, არამედ იმას, თუ რა ამოცანა უნდა გადაწყვიტოს, ის ბევრად უფრო ინიციატივიანი ხდება.

2.  ჯგუფების გადაქცევა გუნდებად. განყოფილებები, სამსახურები, დეპარტამენტები ადამიანთა ჯგუფებიდან უნდა იქცნენ გუნდებად, რომლებსაც ჰყავთ ლიდერები და არა ხელმძღვანელები. გუნდები თავისი ლიდერებით ბევრად უფრო მეტი სიახლის მოფიქრებას და განხორციელებას ახერხებენ, ვიდრე, უბრალოდ, ჯგუფები თავისი მენეჯერებით.

3. კოლეგიალური ორგანოების შექმნა – განვითარების საბჭო, მარკეტინგის კომიტეტი, ხარისხის განვითარების ჯგუფები, გაყიდვების ხელშეწყობის საბჭო, IT კომიტეტი, რისკების მართვის საბჭო და ა.შ. ასეთი ტიპის სათათბირო თუ გადაწყვეტილების მიმღები ორგანოები მართვის და განვითარების პროცესში მეტი ადამიანის ჩართვის საშუალებას იძლევა. ეს ხდება კიდეც მათთვის  იდეების და ინიციატივების გენერაციის და ამ იდეების განხორციელებაზე პასუხისმგებლობის აღების ადგილი. ასეთი ორგანოები ასევე ძალიან აიოლებს კომუნიკაციას სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის, რაც ამ ინიციატივების განხორციელებისათვის არანაკლებ მნიშვნელოვანია.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — ჯერ არ შეფასებულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება