IT რომ უფრო პროდუქტიული გახდეს

IT დეპარტამენტის დაბალი ეფექტიანობა ბევრი დიდი ორგანიზაციისათვის არის ერთ – ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა. ეს ქვედანაყოფი რამდენად დიდიც არ უნდა იყოს და რამდენი თანამშრომელიც არ უნდა მუშაობდეს მასში ვერ აუდის ორგანიზაციის სხვადასხვა ქვედანაყოფებიდან წამოსული უამრავი ამოცანის მომსახურებას. შედეგად თითქმის ყველა ასეთ ორგანიზაციაში სწორედ ეს დეპარტამენტი არის მიჩნეული წარუმატებელი პროექტების, ზრდისა და განვითარების შეფერხების, პროდუქტებსა და მომსახურებაში არსებული პრობლემების მოუგვარებლობის მთავარ მიზეზად.

იმისათვის, რომ IT დეპარტამენტის საქმიანობის ეფექტიანობა გაიზარდოს, ყველაზე მნიშვნელოვანია:

ა) სწორად დალაგდეს მთლიანი ორგანიზაციის სტრუქტურაში IT-ის როლი და შიდა სტრუქტურა; ეს პირველ რიგში გულისხმობს ინფრასტრუქტურის მხარდაჭერის, მონაცემთა დაცვისა და ტექნოლოგიების განვითარების ჯგუფების ერთმანეთისაგან მკაფიოდ გამიჯვნას. ხშირ შემთხვევაში მათი ერთ დიდ საერთო დეპარტამენტში მოქცევა მხოლოდ ურთულებს საქმეს თვითონ ამ დეპარტამენტის ხელმძღვანელსაც და დანარჩენ ორგანიზაციასაც. იმდენად განსხვავდება ეს რგოლები თავისი საქმიანობის სპეციფიკით, რომ, შესაძლოა, ბევრად ეფექტური იყოს მათი სხვადასხვა ფუნქციონალურ ბლოკებში გადანაწილება. IT განვითარების ცალკე, ძლიერ ჯგუფად გამოყოფა და მისთვის ორგანიზაციის სტრატეგიის შესაბამისი სტატუსის მინიჭება.

ასევე მნიშვნელოვანია სტრუქტურულად ისეთი ქვედანაყოფის შექმნა, რომელიც ბიზნეს – ამოცანების IT ამოცანებად გადათარგმნას, ბიზნეს – რგოლების პროგრამისტებთან უფრო ნაყოფიერი მუშაობის გაადვილებას დაისახავს მიზნად.

სტრუქტურულად მნიშვნელოვანია ასევე IT კომიტეტის შექმნა, რომელიც გააერთიანებს IT სტრუქტურების ხელმძღვანელებს და მათ ძირითადად დამკვეთებს. კომიტეტი პერიოდულად შეიკრიბება და განსაზღვრავს, თუ როგორი პრიორიტეტებით უნდა იმუშაოს IT განვითარების ჯგუფმა.

ბ) დარეგულირდეს IT-ის სამუშაო პროცესი და მისი  ურთიერთობა სხვა ქვედანაყოფებთან; უნდა ჩამოყალიბდეს ცხადი პროცესი, თუ როგორ ხდება ტექნოლოგიური სრულყოფის და განვითარების საჭირობების და შესაძლებლობების გამოვლენა ორგანიზაციაში, როგორ ხდება პრიორიტეტიზაცია, ამოცანის დასმა, როგორ მიმდინარეობს ამოცანაზე მუშაობა, ტესტირება, როგორ ბარდება ამოცანა დამკვეთს, როგორ მიმდინარეობს დანერგვა და ა.შ. ხშირად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამოცანის დასმის და სამუშაოს ჩაბარების ეტაპები, რომლებიც ყველაზე მეტად განსაზღვრავენ შედეგს.

გ) ჩამოყალიბდეს IT-ის თანამშრომლების მოტივაციის, მათი საქმიანობის და ამოცანების შესაბამისი მოტივაციის სქემა. როგორც წესი, IT სამუშაო ინტელექტუალური, შემოქმედებითი პროცესია. ეს მის კონტროლს და მართვას ძალიან ართულებს. ყველაზე მეტად, რაც უჭირთ პროგრამისტებს, ეს არის სამუშაოს დასრულება, შესაბამისად, სწორედ სამუშაოს დასრულებაზე  ეფექტური მოტივაციის შექმნა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზა IT-ის ეფექტიანობის გასაზრდელად. მათთვის ძალიან დიდი ხელფასების გადახდას, შესაძლოა, ჯობდეს გადაუხადოთ იმდენი ხელფასი, რამდენსაც სხვებს უხდით ორგანიზაციის იმავე სტატუსის სამსახურებში, მაგრამ, სამაგიეროდ, მისცეთ დიდი ბონუსები ყველა წარმატებით დასრულებულ ამოცანაზე.

ამის ნაცვლად კონტროლზე, საყვედურებზე, კრიტიკაზე და სამუშაოების დასრულების კატეგორიულ მოთხოვნებზე დახარჯული ძალისხმევა ფაქტიურად მხოლოდ უარყოფით შედეგს იძლევა. არც კადრების გაუთავებლად დამატება, მათთვის ხელფასების მომატება და გამოყოფილი ბიუჯეტის პერმანენტული ზრდა არის გრძელვადიან პერიოდში შედეგიანი გამოსავალი.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება