ახალ პოზიციებზე დანიშნული თანამშრომლების სწავლება და ადაპტაციაში დახმარება

თუ ყოველწლიურად თანამშრომლებს შორის ჩავატარებთ გამოკითხვას, თუ ვინ დაეხმარა მათ ყველაზე მეტად ამ წლის განმავლობაში პროფესიონალიზმის ამაღლებაში, გამოვლენილებს მაქსიმალურად წავახალისებთ, სამუშაო ადგილზე სწავლების ტექნიკაში კიდევ უფრო გავწვრთნით და, ამასთან ერთად,  მთლიან ორგანიზაციას გავაგებინებთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ხალხი და მათი სხვების სწავლებაზე მიმართული ძალისხმევა, სულ 2-3 წელიწადში აქედან რამოდენიმე ძალიან მნიშვნელოვან სარგებელს მივიღებთ.

არიან ადამიანები, რომლებსაც შინაგანად აქვთ მოწოდება და მოთხოვნილება ასწავლონ ახალმოსულებს, დაეხმარონ მათ უფრო ადვილად გაიარონ ახალ სამსახურში ან ახალ პოზიციაზე ადაპტაციის პროცესი. სამწუხაროდ, ასეთები ძალიან ცოტაა, ადამიანების უმრავლესობა კი ხელს თუ არ უშლის ახალმოსულებს დახმარებითაც, პრინციპში, დიდად არ ეხმარება. ეს ორგანიზაციებს ბევრ პრობლემებს უქმნის.

რთულდება და დროში იწელება თანამშრომლის ახლად დაკავებულ პოზიციაზე სრული პოტენციალით ამუშავება, საჭირო ხდება დამატებითი დანახარჯების გაწევა მათი ხელშეწყობისათვის.

არადა სულ მარტივი ასეთი ყოველწლიური გამოკითხვა პირველ რიგში გვაპოვნინებდა ადამიანებს, რომლებსაც სხვების სწავლება დამატებითი ანაზღაურების გარეშეც სიამოვნებს. მოგვცემდა საშუალებას, მათში სხვების სწავლების უნარები კიდევ უფრო გაგვევითარებინა და ამასთან სტიმულიც უფრო მეტი მიგვეცა, კიდევ უფრო აქტიურად დახმარებოდნენ ახალმოსულებს.

ეს ერთის მხრივ თვითონ ამ ადამიანებში გააძლიერებდა იმის კიდევ უფრო კარგად კეთების სურვილს, რაც ისედაც სიამოვნებთ და თან სხვებსაც ბევრად უფრო მოტივირებულს გახდიდა, მათთან კითხვებით მისულ კოლგეგებს უფრო მეტად დახმარებოდნენ.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება