კურატორი დირექტორი არჩევით

საშუალო რგოლის მენეჯერების მნიშვნელობა ნებისმიერი საშუალო და მსხვილი ორგანიზაციის წარმატებაში სულ უფრო და უფრო მეტად კრიტიკული ხდება. რამდენად ახერხებენ ისინი სწორად მართონ მათი გუნდები, სწორად გაატარონ ინფორმაცია, როგორც ზევიდან ქვევით, ისე ქვევიდან ზევით, სწორი თანამშრომლობის ფორმა იპოვონ სხვა მენეჯერებთან, მიიღონ გადაწყვეტილებები, გამოიჩინონ ინიციატივა, იყონ ჩართულები ორგანიზაციის განვითარების პროცესში, ეს ყველაფერი სულ უფრო მეტად განსაზღვრავს მათი, მათი გუნდის წევრებისა და მთლიანად ორგანიზაციის წარმატებას.

რა თქმა უნდა, თვითონ ადამიანზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, მაგრამ ამ ყველაფერზე ძალიან დიდი გავლენა აქვს იმასაც, თუ როგორ უშუალო ხელმძღვანელთან უწევთ ამ ადამიანებს მუშაობა. რამდენად კომპეტენტურია ის მათ საქმეში, რამდენად უთმობს მათ საკმარის დროს და რამდენად ეხმარება მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების დროულად და სწორად გადაწყვეტაში.

რა მოხდებოდა, საშუალო რგოლის მენეჯერებს რომ ჰქონდეთ უფლება, რაღაც პერიოდში ერთხელ, დირექტორატის წევრებს შორის, თვითონ ირჩევდნენ თუ ვინ იქნება მათი კურატორი დირექტორი.

კურატორიც აღარ იქნებოდა ფაქტიურად, ეს იქნებოდა მათი ლობისტი დირექტორატზე. მას ზუსტად ეცოდინებოდა, რომ მათი უფროსი კი არ არის, არამედ მათ ემსახურება და რომ მისი როლი ამ საშუალო რგოლის ხელმძღვანელისთვის მნიშვნელოვანი საკითხების დირექტორატზე გატანა და დაცვაა.

ამ ცვლილების ყველაზე დიდი დადებითი ეფექტი, ჩვენის აზრით, ტოპ-მენეჯერების ქცევაში მომხდარი ცვლილება შეიძლება გახდეს. საკურატორო და, შესაბამისად, ფუნქციათა დიდი ნაწილი, რომ არ დაეკარგათ, ისინი უფრო მეტად ეცდებოდნენ ყოფილიყვნენ შუა რგოლის ხელმძღვანელების მხარდამჭერები, უფრო მეტად ეზრუნათ მათ მოტივირებაზე, მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების სწრაფად და ეფექტიანად გადაწყვეტაზე. მოკლედ, ისინი ისეთები გახდებოდნენ სავარაუდოდ, როგორებიც უნდა იყვნენ წესით.

არჩევით, საშუალო რგოლის ხელმძღვანელები, ალბათ, მაინც იმათ აირჩევენ, ვისაც მათი საქმიანობის სპეციფიკა ყველაზე უკეთ ესმის, მაგრამ ამის გარდა აუცილებლად გაითვალისწინებდნენ იმასაც, რამდენად აქვს ამ ადამიანს საკმარისი დრო მათთან სამუშაოდ. სწორედ ამიტომ, სავარაუდოდ, ყველა, გენერალურ დირექტორს არ აირჩევს კურატორად.

დირექტორატის წევრებს შორის ლობისტი დირექტორის არჩევას, ალბათ, თავისი უარყოფითი მხარეებიც ექნება, მაგრამ იქნებ ამასთან დაკავშირებით თქვენ დაწეროთ თქვენი მოსაზრება..


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება