განვითარების ტემპი რომ დავაჩქაროთ

მნიშვნელობა არ აქვს, ვვითარდებით თუ არა საერთოდ, თუ ჩვენი განვითარების ტემპი უფრო დაბალია, ვიდრე ჩვენი მთავარი კონკურენტების.

ნებისმიერი კომპანიის ნებისმიერ მენეჯმენტს მიაჩნია, რომ მათი ორგანიზაცია ვითარდება, ყოველ შემთხვევაში ერთ ადგილას მაინც არ დგას, იქმნება ახალი პროდუქტები, არსებული პროდუქტებიც იხვეწება, მომსახურების თუ წარმოების მიდგომებშიც მუდმივად შედის რაღაც ცვლილებები, გაყიდვების მიდგომებშიც ხდება პერიოდულად რაღაცა ცვლილებები, სანერვიულოც თითქოს არაფერი უნდა იყოს, მაგრამ საკმარისია თუ არა განვითარების ეს ტემპი და უზრუნველყოფს თუ არა ის ბაზარზე კომპანიის პოზიციის ზრდას თუ არა, სტაბილურობას მაინც?

ყველა საშუალო და მსხვილ კომპანიაში სასურველია, არსებობდეს “კვლევებისა და განვითარების” მიმართულება, ან მცირე ქვედანაყოფი მაინც. მისი უმთავრესი მიზანი კომპანიის კონკურენტებთან შედარებით განვითარების მაღალი ტემპის უზრუნველყოფა იქნება.  ყველაზე განსაკუთრებული აქცენტი კი სწორედ პროდუქტების პორტფელის, წარმოების/მომსახურების, აგრეთვე გაყიდვების მიდგომების, მეთოდების და პროცედურების განვითრებაზე უნდა გააკეთოს.

ამისათვის ეს ქვედანაყოფი უნდა ცდილობდეს, განვითარების რაც შეიძლება მეტი იდეა მოაგროვოს როგორც ორგანიზაციის შიგნით, ისე მის გარეთ, გადაარჩიოს და დაამუშოს მათ შორის ყველაზე საინტერესოები, მოამზადოს ისინი მენეჯმენტისათვის წარსადგენად. მოწონებული იდეების განხორციელებას მიაქციოს ყურადღება, ამასთან დაწუნებული იდეების შემდგომ დახვეწაზე და გაუმჯობესებაზე იზრუნოს.

ამ ქვედანაყოფის შექმნა იქ, სადაც ასეთი არ არსებობს, უზრუნველყოფს განვითარების მიმართულებით ტემპის მინიმუმ სტაბილურობას, ხოლო კარგი კადრებით დაკომპლექტების და მენეჯმენტის მხრიდან მათი სათანადო მხარდაჭერის შემთხვევაში კი განვითარების საკმარისი ტემპების მიღწევა და შენარჩუნებაც იქნება შესაძლებელი.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება