გაყიდვების კარგი სისტემა

გაყიდვების ყველაზე კარგი სისტემა ის არის, რომელიც ეხმარება კლიენტს მიიღოს ჩვენი პროდუქტის თუ მომსახურების ყიდვასთან დაკავშირებული არა დადებითი, არამედ მისთვის სწორი გადაწყვეტილება. თუმცა იგი, ასევე უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, გვაძლევს ინფორმაციას, თუ რატომ არ გადაწყვიტა კლიენტმა ჩვენი პროდუქტის თუ მომსახურების ყიდვა. კარგი გაყიდვების სისტემა გვეხმარება განვავითაროთ პროდუქტები და მომსახურება ისე, რომ უფრო სასურველი გავხადოთ იგი მეტი მომხმარებლისათვის.

კარგი გაყიდვების სისტემა ასევე უნდა ახერხებდეს იპოვოს ის მომხმარებლები, რომელსაც შესაძლოა ჩვენი პროდუქტი, ან მომსახურება რამეში დასჭირდეს (არამარტო ისინი, ვისთვისაც ჩვენ ამ პროდუქტს, ან მომსახურებას ვაწარმოებთ). ამასთან, ამ ძებნაში, რაც შეიძლება ნაკლები ზედმეტი, არაკლიენტი უნდა მოიაროს და შეაწუხოს.

კარგი გაყიდვების სისტემა სწორ ინფორმაციას უნდა აწვდიდეს მომხმარებელს. ანუ არა ყველანაირ, ან ძალიან ბევრ ინფორმაციას, არამედ ზუსტად იმდენს, რამდენიც კლიენტს სჭირდება მისთვის სწორი გადაწყვეტილების მისაღებად, მათ შორის პროდუქტის როგორც დადებით, ისე უარყოფით მხარეებზე.

კარგი გაყიდვების სისტემა ინფორმაციის გასავრცელებლად უნდა იყენებდეს მომხმარებლისთვის სანდო არხს, ისეთს, საიდან მიღებული ინფორმაცია საკმარისად დამაჯერებელი იქნება კლიენტისათვის.

კარგი სისტემა ასევე უნდა უზრუნველყოფდეს ინფორმაციის ისეთი ინტენსივობით მიწოდებას მომხმარებლისთვის, რომელიც ერთის მხრივ მოსაბეზრებელი არ იქნება მისთვის, ხოლო მეორეს მხრივ მაქსიმალურად მიახლოებული იქნება მომენტთან, როდესაც მომხმარებელს ჩვენი პროდუქტი ან მომსახურება შესაძლოა განსაკუთრებით დასჭირდეს.

ანუ, კარგი გაყიდვების სისტემა არის გადაწყვეტილებების ისეთი ერთობლიობა, რომელიც ახერხებს ჩვენი პროდუქტისა და მომსახურების შესახებ საკმარისი ინფორმაცია სანდო არხებით, ოპტიმალური ინტენსივობით მიაწოდოს მხოლოდ იმ მომხმარებელს, ვისაც ის შეიძლება დასჭირდეს და დაეხმაროს მას მიიღოს მისთვის სწორი გადაწყვეტილება. უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში კი მოგვაწოდოს ინფორმაცია მიზეზების შესახებ, რაც პროდუქტის და მომსახურების განვითარებისათვის გამოგვადგება.

ტელევიზიის მეშვეობით პროდუქტის თვალისმომჭრელი რეკლამირება გარკვეული პერიოდით გაყიდვებს ზრდის, მაგრამ ის ყველა პროდუქტისათვის გაყიდვების კარგი სისტემა ნამდვილად არ არის და თანაც ბევრად უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე გაყიდვების კარგი, ორგანიზაციის პროდუქტებზე და მომსახურებაზე მორგებული მისთვის უნიკალური სისტემა.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება