ორგანიზაციის საერთო მიზანი ბევრად უფრო ადვილად მიიღწევა, როდესაც თითოეულ ქვედანაყოფს (ან ცალკეულ შემთხვევაში თანამშრომელსაც) გააჩნია საკუთარი მიზანი, რომლებიც შესაბამისობაშია ერთმანეთთან და ორგანიზაციის საერთო მიზნებთან.
არსებობს მიზნების ფორმირების ორი ყველაზე გავრცელებული მეთოდი: ზემოდან ქვემოთ და ქვემოდან ზემოთ. რომელი მეთოდის გამოყენება როდის არის ეფექტური?
მიზნების ზემოდან ქვემოთ ფორმირება ყველაზე გავრცელებულია. ასეთ დროს ტოპ–მენეჯმენტი თანხმდება ერთიან მიზანზე, შემდეგ ახდენენ კომუნიკაციას და მისგან გამომდინარე ქვედანაყოფები იწყებენ საკუთარი მიზნების ფორმირებას. ასე კეთდება მიზნები ყველა დანაყოფისა და პოზიციისათვის. ამ მიდგომის გამოყენება ყველაზე სწორია მაშინ, როდესაც თანამშრომლები საჭიროებენ მონიტორინგს, არიან ახლები ორგანიზაციაში ან არ იცნობენ კარგად კომპანიის მიზნებს.
ქვემოდან ზემოთ მეთოდის დროს თითოეული თანამშრომელი ავითარებს საკუთარ მიზანს, რომელსაც მათი მენეჯერები აერთიანებენ უფრო დიდ მიზნებად. ეს მეთოდი გამოიყენება მაშინ, როდესაც თანამშრომლებს ზუსტად ესმით ორგანიზაციის სტრატეგია, დანიშნულება, მომხმარებლების საჭიროებები და თავიანთი როლი ერთიან სისტემაში.
ორივე მიდგომისას შედეგი ეფექტიანია, როდესაც თანამშრომლები მაქსიმალურად არიან ჩართულები ფორმირებაში და იზიარებენ თითოეულ გადაწყვეტილებას.
–––––––––––––––––––––––––––––
როგორი უნდა იყოს კარგი მიზნები
ყველა აღიარებს მათ მნიშვნელოვნებას;
მარტივი და ცხადი აღსაქმელად;
დაწერილი შესაბამისი განმარტებებით;
გაზომვადი და შემოსაზღვრული დროში;
შესაბამისობაში ორგანიზაციის სტრატეგიასთან;
მიღწევადი, მაგრამ გამომწვევი;
მხარდაჭერილი შესაბამისი ჯილდოთი (მოტივაცია).
lika
on Apr 17th, 2012
@ 12:47:
aseve mnishvnelovania rom is iyos pozitiurad formulirebuli