კოლეგიალურობის შეფასება

გუნდის შეკვრის ერთ-ერთი კარგი, ხელშემწყობი ფაქტორი, შეიძლება აღმოჩნდეს გუნდის შიგნით, ყოველი თვის, ან კვარტლის ბოლოს თითოეული წევრის შეფასება გუნდის დანარჩენი წევრების მიერ, თუ რამდენად კოლეგიალური იყო ის ამ პერიოდში. შეფასების საბოლოო, ჯამური შედეგები ღია უნდა იყოს გუნდის ყველა წევრისთვის და ის შესაძლოა სხვა ფაქტორებთან ერთად გამოიყენებოდეს თანამშრომლების საქმიანობის ინდივიდუალური, კომპლექსური შეფასებისას.

ამის გაკეთება კი ძალიან მარტივად შეიძლება. ყოველი პერიოდის ბოლოს (პერიოდი გუნდის საქმიანობის სპეციფიკის და არსებობის ხანგრძლივობის მიხედვით უნდა განისაზღვროს, რაც უფრო ახალია გუნდი, ან რუტინულია მისი საქმიანობა, მით უფრო ხშირად არის მიზანშეწონილი შეფასების გაკეთება). გუნდის ყოველი წევრი აკეთებს დანარჩენი წევრების კოლეგიალურობის რეიტინგს. პირველ ადგილზე აყენებს მას, ვინც, მისი აზრით, ყველაზე მეტად კოლეგიალური იყო ამ პერიოდში, მეორეზე მეორეს და ასე ბოლომდე, სადაც, მისი აზრით, ყველაზე ნაკლებად კოლეგიალური იქნება აღნიშნული. თითოეული შეფასება ჯამდება წევრების მიხედვით და გამოდის ჯამური რეიტინგი, სადაც აღნიშნულია გუნდის აზრით, თუ ვინ რამდენად კოლეგიალური იყო ამ პერიოდის განმავლობაში.

ასეთი შეფასებების გაკეთება პერიოდულად ადამიანებს დამატებით სტიმულს შეუქმნის, უფრო მეტი გულისყურით მოეკიდონ გუნდის დანარჩენი წევრების ინტერესებს და ეცადონ მაქსიმალურად დაეხმარონ სხვას, თუ ამის გაკეთება შეუძლიათ. ეს, დროთა განმავლობაში, აუცილებლად გადავა ჩვევაში და გუნდის საქმიანობის კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილიც გახდება.

შეფასებები თავდაპირველად, შესაძლოა, ანონიმური იყოს, გამომდინარე გუნდის საქმიანობის კულტურიდან და გუნდის წევრებს შორის არსებული დამოკიდებულებებიდან. თუმცა სასურველია, დროთა განმავლობაში შეფასებები გახსნილად კეთდებოდეს და თითოეულმა ნახოს, თუ როგორ ფასდება მისი კოლეგიალურობა გუნდის თითოეული წევრის მიერ. ეს შეფასებებს კიდევ უფრო გამჭვირვალეს გახდის და სასარგებლოს გუნდის განვითარებისათვის.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 4.33 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება