გავაკეთოთ იმაზე მეტი, ვიდრე ამას ჩვენგან ჩვენი ლიდერები, გუნდის წევრები, მომხმარებლები და გარშემომყოფები მოელიან. ამისთვის, ნემისმიერი დავალების მიღებისას დავისახოთ მეორე მიზანი, რომელიც გაჟღერებული მიზნის შესრულების ხარისხს უფრო გაზრდის და უფრო მეტი სარგებლის მომტანი იქნება.
გაჟღერებული მიზნების მიღწევა მოსალოდნელი, აუცილებელი და მოთხოვნადია. მისი განხორციელება შექმნილ მოლოდინთან შესაბამისია. მისი შესრულებით ჩვენი, თანამშრომლების და ლიდერის კმაყოფილება დადებითია, მაგრამ საშუალო. განცდა იმისა, რომ რაღაც დიდს მივაღწიეთ, ან ძალიან ღირებული რამ შევქმენით, არც ისე მძაფრია. მიღწევები ამ დროს თითქოს ბუნებრივია.
პარალელურად მეორე მიზნის არსებობა კი გაჟღერებულ მიზანს მოსვენებას არ აძლევს, რომ სწრაფად, ხარისხიანად და გადაჭარბებით შესრულდეს. მისი არსებობა ჩვენც
- უფრო მონდომებულებს გვხდის;
- უფრო მეტს გვაკეთებინებს;
- ბევრს გვასწრებინებს;
- მოლოდინს ორმაგად გვამართლებინებს;
- გამორჩეულებს და სამაგალითოებს გვხდის.
ამისთვის საჭიროა, რომ ყოველი დავალების მიღების, ყოველი ახალი მიზნის გაჟღერების შემდეგ ჩვენთვის დავისახოთ კონკრეტული მიზანი, რომელიც ამ დავალების გამორჩეულად შესრულებაში დაგვეხმარება, მეტ კმაყოფილებას, მეტ განვითარებას და მეტ სარგებელს შეგვაქმნევინებს.