ისეთ ბანკებს, რომელთაც სოფლის მეურნეობის დაკრედიტების მეტ-ნაკლები გამოცდილება გააჩნიათ, სერიოზულად შეუძლიათ განვითარდნენ ამ მიმართულებით, თუკი დაახლოებით ასეთ სქემას დაამუშავებენ:• შეარჩევენ კონკრეტულ რეგიონს, სადაც რძის წარმოება გამართლებულია ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე, ან ისტორიულად დიდი გამოცდილება არსებობს ამისი; (მაგალითად სამეგრელოს ნაწილი კოლხეთის დაბლობზე ან მთიანი რეგიონები);
• მოიძიებენ კარგი ხარისხის, საქართველოში აპრობირებულ მერძეულ საქონელს;
• აღნიშნულ საქონელს განვადებით გადასცემენ ადგილობრივ გლეხებს;
• უზრუნველყოფენ რეგიონს კომპეტენტური კონსულტანტი ვეტ-ექიმებით და ზოოტექნიკოსებით (ამ საკითხში შეიძლება სოფლის მეურნეობის სამინისტრო ან დონორი ორგანიზაციებიც ჩართონ);
• იმუშავებენ სადაზღვევო კომპანიებთან საქონლის ძირითად რისკებზე დაზღვევაზე;
• შეთანხმდებიან რძის პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებთან, რომლებიც უზრუნველყოფენ რეგიონში რძის შემგროვებელი პუნქტების გახსნას და გლეხებისგან რძის უპრობლემოდ ჩაბარებას;
• დანერგავენ იმავე რეგიონში საქონლის საკვების (სიმინდი, იონჯა, სხვა მწვანე ბალახი) მწარმოებლების დაკრედიტების სქემას;
თუ გავითვალისწინებთ, რომ ასეთი ტიპის საქონლის ფასი 5 000 ლარამდეა, 5 000 სულზე გათვლილი პროექტის განხორციელებით ბანკი შეძლებს დაახლოებით 25 მილიონიანი საკრედიტო პორტფელის შექმნას, ხოლო თუ ამას დავამატებთ რძის შეგროვებისა და საკვების წარმოების ბიზნესის დაკრედიტებას, დაბანდება კიდევ დაახლოებით 5 მილიონით გაიზრდება.
ასეთი ტიპის მოდელი ბანკს შეუძლია დანერგოს სოფლის მეურნეობის სხვა ნებისმიერ სფეროშიც (მეცხოველეობის სხვა დარგები, მეთევზეობა, მებოსტნეობა და ა.შ) და სერიოზულ წარმატებებს მიაღწიოს ზოგადად ამ დარგში.
არჩილი
on Jul 20th, 2009
@ 14:37:
კარგი მიმართულებაა, საერთოდ რომელიმე ბანკს რომ ჰქონდეს კომპეტენცია სპეციალური საპროექტო ჯგუფების შექმნაში, რომელიც 6 თვის მანძილზე რომელიმე დარგს ამუშვებს და ქმნის ამ დარგის შესაბამის პროდუქტებს/ინფრასტრუქტურას, მერე გადადის სხვაზე და ა.შ. ვფიქრობ ეგ კომპეტენცია მნიშვნელოვანი კონკურენტული უპირატესობაც იქნებოდა და ძლიერი ანტიკრიზისული იარაღიც