რომელი გაყიდვების არხით შეუძლია სადაზღვევო კომპანიას სიცოცხლის დაზღვევის ეფექტური გაყიდვა

ვფიქრობთ, სადაზღვევო კომპანიებს გაუადვილდებათ სიცოცხლის დაზღვევის გაყიდვა თუ ისინი ამ პროდუქტის ყიდვას დასაზღვევი მამაკაცების დიასახლისებს შესთავაზებენ (მარტო თბილისში 50 000 ზე მეტი დიასახლისია რომელთა და რომელთა შვილების კეთილდღეობაც მხოლოდ ერთ ადამიანზე, ოჯახის მარჩენალ მამაკაცზეა დამოკიდებული). ვფიქრობთ ისინი სიხარულით დათანხმდებიან მათივე ქმრების ნაჩუქარი ან სხვადასხვა საყიდლების კეთებისას დარჩენილი ფულის გარკვეული ნაწილი სწორედ მათი მეუღლეების სიცოცხლის დაზღვევაში გადაიხადონ. ამით ისინი შეძლებენ მინიმალურად მაინც შეიმცირონ არასტაბილურობის და საფრთხის შეგრძნება განსაკუთრებით მაშინ როცა: მეუღლეს ვალები აქვს, ბევრს სვავს და არაჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრობს, ჭარბი წონა და შესაბამისად გულის უკმარისობა და მსგავსი რაღაცეები აწუხებს, რაც ჩვენს რეალობაში დაგვეთანხმებით არც თუ იშვიათი მოვლენაა.

მამაკაცები სამწუხაროდ ძალიან იშვიათად ინტერესდებიან ამ პროდუქტით რაც ან იმაზე მეტყველებს რომ მათ არ აწუხებთ რა იქნება მათ შემდეგ ან ძალიან დარწმუნებულნი არიან რომ მათ ეს საფრთხე დიდი ხანი არ ემუქრებათ, ან შეიძლება სულაც არ იციან, რომ ასეთი მომსახურება არსებობს რაც ძნელად დასაჯერებელია.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 4.50 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

2 კომენტარი to “რომელი გაყიდვების არხით შეუძლია სადაზღვევო კომპანიას სიცოცხლის დაზღვევის ეფექტური გაყიდვა”


  1. salome
    on Jul 17th, 2009
    @ 10:04

    მმმმმაგარია. დღესვე დავაზღვევ ჩემს ქმარს :)


  2. არჩილი
    on Jul 20th, 2009
    @ 14:29

    არ ვიცი ზუსტად როგორი სახის სიცოცხლის დაზღვევები არსებობს, და ჩემი მოსაზრება უკვე შეიძლება დიდი ხანია რომელიღაცა სადაზღვევოს თავის პროდუქტებში აქვს, მაგრამ მაინც გავბედავ და დავწერ: მე მგონი ერჯერად სადაზღვევო თანხაზე უფრო მიმზიდველი შეიძება იყოს სიცოცხლის დაზღვევა, რომელიც დაზარალებულ ოჯახს რაღაც პერიოდი წელი უხდის თანაბარ თანხებს.

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება