წარმატების მტერი

არაფერი ისე არ უშლის ხელს დიდ წარმატებას, როგორც პატარა წარმატებები, რომლებიც ჩვენ დიდი მიღწევები გვგონია. და არაფერი ისე არ ეხმარება დიდი წარმატების მიღწევას, როგორც დიდი წარუმატებლობა, თუ ჩვენ მას ღირსეულად ვხვდებით. ძალიან მარტივი ჭეშმარიტებაა, მაგრამ, სამწუხაროდ, ხშირად გვავიწყდება.

გვიხარია და თავს ვიწონებთ იმით, რაც სულ მცირეა იმასთან შედარებით, რისი გაკეთებაც შეგვიძლია. ვამაყობთ, ვმედიდურობთ და ვტკბებით საკუთარი მნიშვნელობის განცდით. გვგონია, რომ მივაღწიეთ, რისთვისაც გავჩნდით და ახლა დროა ვისიამოვნოთ მოწეული ნაყოფით. არადა არაფერს სასარგებლოს ეს შეგრძნება არ გვაძლევს, ვკარგავთ დროს, ბევრად ნაკლებს ვსწავლობთ, ნაკლებად ვფიქრობთ, თუ როგორ შეიძლეობოდა იგივე ბევრად უკეთესად გაგვეკეთებინა; უკვე წარმატებულობის განცდის გამო გვიმცირდება მოტივაცია და სხვებისთვის იმის დამტკიცების სურვილი, რომ ვიღაცები ჩვენც ვართ და რაღაცის გაკეთება ჩვენც შეგვიძლია.

არადა წარუმატებლობა, თუ მას სწორად ვხვდებით, რამხელა გაკვეთილია. ყველა წარუმატებელი პროდუქტი, წარუმატებელი პროექტი, წარუმატებელი წამოწყება, კარგი ანალიზის შემთხვევაში რამდენი სასარგებლო დასკვნის და ცვლილების წყარო შეიძლება გახდეს, მიღწევის ჟინს გვიათმაგებს, მობილიზებულს გვხდის და გვაჩვენებს, ჯერ კიდევ რამდენი რამ გვაქვს სასწავლი, რამდენი სირთულე გასავლელი და რამდენი წარმატების სიმაღლე დასაპყრობი.

ნეტა ყოველთვის გვახსოვდეს ის, რასაც საღ გონებაზე მყოფნი ადვილად ვხვდებით და აღვიქვამთ, და ხვალ ისევ და ისევ თვითკმაყოფილებით არ დაგვებინდოს გონება სულ პატარა წარმატებების მიღწევისას, ყველას და ყველაფრის მიმართ არ გაგვებუტოს გული მაშინვე, როგორც კი სულ პატარა წარუმატებლობა გადაგვეღობება გზაზე.

მარტივი ჭეშმარიტებაა, მაგრამ, სამწუხაროდ, რეალურ ცხოვრებაში თითქმის ყოველთვის გვავიწყდება.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

1 კომენტარი to “წარმატების მტერი”


  1. ნინო
    on Apr 23rd, 2012
    @ 19:22

    მოხარული ვიქნები სიახლეების გაცნობით. წინასწარ დიდი მადლობა.

    პატივისცემით,
    ნინო გოგლიძე

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება