რა მისიის შესრულება შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი ეროვნული ბანკის მიერ

დღეს ბევრი ადამიანი არის ისეთი რომელმაც ანაბარი გამოიტანა ბანკიდან და სახლში ან მისი გადასახედიდან სხვა უფრო უსაფრთხო ადგილას ინახავს. არადა ეკონომიკური წინსვლისთვის  ყოველი ლარიც კი მნიშვნელოვანია რომ უქმად არ იყოს და რაღაცაში გამოიყენებოდეს.

ვფიქრობთ ეროვნულმა ბანკმა უნდა აწარმოოს კამპანია, რომლითაც მოსახლეობას მიმართავს რომ ნუ შეეშინდებათ და შეიტანონ ანაბრები ბანკში, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისა და მისი ყველა მოქალაქის კეთილდღეობისთვის. ამისთვის კარგი იქნება თუ მომზადდება სხვადასხვა მრავალფეროვანი სარეკლამო კლიპები, სადაც გამოჩნდება თუ როგორ ეხმარება ეს ფული ეკონომიკას, როგორ აისახება ის თავად იმ ადამიანის კეთილდღეობაზე, რომელსაც ანაბარი შეაქვს ბანკში და რა იკარგება იმით როდესაც ეს თანხა გამოუყენებლად სადმე დევს. ასევე კლიპი სადაც ჩანს რომ ეროვნულ ბანკს რა სახის კონტროლის ინსტრუმენტები აქვს ბანკებისთვის და როგორ არ ზარალდება მეანაბრე თუნდაც მოხდეს ბანკის გაკოტრება.

ასეთი კამპანიის წარმოება ვფიქრობთ სწორედ ეროვნული ბანკის მიერ უნდა მოხდეს, რადგან ბანკების მიმართ ნდობა დაკარგულია მოსახლეობაში და  მათი მხრიდან ამის გაკეთება არა ეფექტური იქნება (აღიქმება როგორც ჩვეულებრივი სარეკლამო კამპანია). ეროვნულ ბანკს კი მათთან შედარებით უფრო დიდი ავტორიტეტი აქვს ხალხის თვალში.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 4.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

2 კომენტარი to “რა მისიის შესრულება შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი ეროვნული ბანკის მიერ”


  1. არჩილი
    on Jul 20th, 2009
    @ 14:14

    ამაში აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემის, ევროპის ქვეყნებისა და იაპონიის ცბ-ების მოქმედებების შესწავლა განვლილი საუკუნის ეკონომიკური კრიზისების შემდგომ მე მგონი ბევრი სასარგებლოს მომტანი იქნება.


  2. BNP Paribas
    on Jul 28th, 2009
    @ 16:47

    “ეროვნულ ბანკს კი მათთან შედარებით უფრო დიდი ავტორიტეტი აქვს ხალხის თვალში.” — ძალიან მაინტერესებს საიდან მოგაქვთ ეს აზრები? რაიმე კვლევა აწარმოეთ და იმან გამოავლინა? მოსახლეობის 27% (კვლევებით არის დადასტურებული!!!) საერთოდ ვერ აღიქვამს რას წარმოადგენს ეროვნული ბანკი და რა ფუქნციები აქვს მას. აქედან დაახლოებით 74% მას ურევენ ამ სამთაგან ერთ-ერთში (საქართველოს ბანკი, სახალხო ბანკი, გაერთიანებული ქართული ბანკი).

    რომელ მაღალ ნდობაზე შეიძლება იყოს საუბარი???

    რაც ევალება ჯერ ის გააკეთოს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება