რატომ არის მნიშვნელოვანი უმაღლესი სასწავლებლების თბილისიდან გაყვანა? რა შესაძლებლობებს იძლევა ეს ქვეყნისთვის და დეველოპერებისთვის

წარმოიდგინეთ რამხელა ეფექტი შეიძლება ჰქონდეს აგრარული უნივერსისტეტის  თბილისიდან თელავში გადატანას?! მნიშვნელოვნად შეიცვლება ქალაქის ეკონომიკა, გაჩნდება დამატებითი სამუშაო ადგილები, ამაღლდება ცხოვრების დონე. უხეში გათვლებით გამოდის, რომ აგრარული უნივერსიტეტის თელავში გადატანით ქალაქის შემოსავლები გაიზრდება დაახლოებით 1 მილიონი ლარით თვეში.

აგრარულ უნივერსიტეტში სწავლობს 4 000-მდე სტუდენტი. ერთმა სტუდენტმა მარტო ჭამაზე და გზაში თვეში რომ დახარჯოს 100 ლარი ანუ დღეში 3-4 ლარი, ქალაქის შემოსავლები გაიზრდება 400 000 ლარით.

ცალკე ავიღოთ შემოსავლები ქირიდან. გაქირავების თანხად, რომ ავიღოთ თვეში 150 ლარი, გამოდის რომ 4 000 სტუდენტიდან ქალაქი მიიღებს კიდევ 600 000 ლარს. ანუ ჯამში გამოდის 1 მილიონი ლარი. წარმოიდგინეთ ეს რამხელა დამაებითი შემოსავალია ქალაქისთვის სადაც ცხოვრობს საშუალოდ 17 000 ოჯახი (70 000 კაცი). ფაქტიურად ყოველ მეოთხე ოჯახს ეყოლება მდგმური, რაც  ნიშნავს მისთვის დამატებით შემოსავალს ქირიდან.

ეს კარგი იქნება არა მარტო ქალაქისთვის, არამედ სტუდენტებისთვისაც და თვითონ უმაღლესი სასწავლებლებისთვისაც. სტუდენტებს თელავში ცხოვრება დაუჯდებათ გაცილებით იაფი, მათ მნიშვნელოვნად შეუმცირდებათ ტრანსპორტირებისა და ბინის ქირის ხარჯი. ხოლო უმაღლეს სასწავლებლები თბილისში ფართის გაყიდვით ან გაქირავებით შეძლებენ თელავში გაცილებით უკეთესი და თანამედროვე სასწავლო კორპუსების აშენებას ვიდრე აქვთ ეხლა. რაც მთავარია სხვა ქალაქში გადასვლა უარყოფითად არანაირად არ აისახება სტუდენტთა რიცხოვნობაზე.

იგივე შეიძლება გაკეთდეს სხვა უმაღლესი სასწავლებლების შემთხვევაშიც. მაგალითად: თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტი ე.წ. “გეპეი” გადავიდეს რუსთავში, სამხატვრო აკადემია სიღნაღში და ა.შ.

ასევე ეს შესაძლებლობა წესით ძალიან საინტერესო უნდა იყოს დეველოპერებისთვისაც. მათ გაუჩნდებათ ახალი პროექტები და კრიზისიდან გამოსვლის დამატებითი შესაძლებლობა. მათ სამთავრობო სტრუქტურებთან ერთად შეიძლება ორგანიზება გაუწიონ ამ პროცესის დაწყებასა და განხორციელებას.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

3 კომენტარი to “რატომ არის მნიშვნელოვანი უმაღლესი სასწავლებლების თბილისიდან გაყვანა? რა შესაძლებლობებს იძლევა ეს ქვეყნისთვის და დეველოპერებისთვის”


  1. არჩილი
    on Jul 21st, 2009
    @ 11:48

    ასე სავარაუდოდ რეგიონების განვითარებაც დასტიმულირდეს.

    ისე თავის დროზე თელავში რო ყოფილიყო ნორმალური აგრარული უნივერსიტეტი ეხლა ფერმერი ვიქნებოდი :)

    დაფინანსების ინსტრუმენტი რა უნდა იყოს? გამოვა რომ უმაღლესი სასწავლებლების აქაური შენობებიც დეველოპერებს გადასცე რომ მათ კომერციული დატვირთვისთ განავითარონ და საფასურად სასწავლებლებს უფრო ეკონომიურად შესანახი და ზუსტად მათზე მორგებული კომპლექსები აუშენონ? ბევრ სასწავლებელი საკმაოდ პრესტიჟული დგილებშია განთავსებული.


  2. ირაკლი
    on Jul 24th, 2009
    @ 18:30

    თსუ – გორში
    ჭავჭავაძე – ზუგდიდში
    და ასე შემდეგ?

    ხუმრობთ ალბათ

    მე მაწყობს პირადად პრინციპში… სასწარფოდ გავხსნიდი ამ უნივერსიტეტების ‘ემცვლელებს’ თბილისში… უკვე მოუთმენლად ველი მოვლენათა განვითარებას


  3. lasha
    on Aug 14th, 2009
    @ 20:27

    vigacam borotad ixumra an ….

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება