რა შესაძლებლობას იძლევა კრიზისი ელექტრო ტექნიკით მოვაჭრეებისთვის

ყველასთვის ცნობილია, რომ არსებული ეკონომიკური კრიზისის პირობებში, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მნიშვნელოვნად შეამცირა ხარჯები ფუფუნებისა და ძვირადღირებული პროდუქციის შეძენაზე. ცხადია ისიც, რომ ადამიანებმა დაიწყეს იგივე მოთხოვნილებების იაფი საშუალებებით დაკმაყოფილების გზების ძიება.

დღეს როგორც ყველა კომპანიისათვის, მათ შორის ელექტო-ტექნიკით იმპორტიორებისთვისაც, აუცილებელია საკუთარი პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოება იაფი პროდუქტებით. მსჯელობის შედეგად მოგვივიდა იდეა, რომ ასეთ სიტუაციაში კრიზისიდან თავის დაღწევის ერთ-ერთი გზა შესაძლოა იყოს “თრეიდ-ინის” მომსახურების დანერგვა. აღნიშნული მეთოდი ფართოდაა გავრცელებული განვითარებულ ქვეყნებში და გულისხმობს ძველი ტექნიკის ჩაბარების სანაცვლოდ ახლის შეძენას.

“თრეიდ-ინის” მიმზიდველობა მდგომარეობს არამარტო ახალი პროდუქციის გაყიდვაში არამედ ჩაბარებული ძველი ტექნიკის ეფექტურ რეალიზაციაშიც. თანაც, იქიდან გამომდინარე, რომ ახალ პროდუქციას მოსახლეობა ძირითადად საბანკო განვადებით ყიდულობდა, ვფიქრობთ მეორადი ტექნიკის შეძენა დღეს აქტუალური იქნება, განსაკუთრებით რეგიონებში.

დღეს ბუნებრივია არსებობს ადგილები სადაც შესაძლოა იყიდება მეორადი ტექნიკა, მაგრამ არსებულ ელექტრო მოვაჭრეებს მათთან შედარებით შეუძლიათ შესთავაზონ უპირატესობები.

კომპანია, რომელიც ამის გაკეთებას გადაწყვეტს უნდა გაითვალისწინოს შემდეგი:
• უნდა ჩაიბაროს მხოლოდ იმ ბრენდის პროდუქტები, რომლებსაც თვითონ ყიდის, რადგანაც უკვე აქვს შესაბამისი გამოცდილება და სერვისი. ასევე შეუძლია სწორედ შეაფასოს ჩასაბარებელი პროდუქციის მდგომარეობა და ღირებულება;
• უნდა შეირჩეს ის პროდუქცია, რომლის ჩაბარებაც მოხდება და ისინიც, რომლისაც არ  მოხდება;
• კარგად უნდა დამუშავდეს ძველი პროდუქციის ღირებულების ობიექტური შეფასებისათვის შესაბამისი სქემა, რაშიც გადამწყვეტია არამარტო კადრების კომპეტენცია, არამედ მოტივაციის სქემა; ასევე ფინანსური გათვლებიც;
• უნდა აეწყოს მეორადი პროდუქციის რეალიზაციის არხები, განსაკუთრებით კი რეგიონებში, რაც საკმაოდ შრომატევადი და საყურადყებოა; მასზეა დამოკიდებული პროექტის წარმატება;
• ძალიან დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს იმ მესიჯებს რაც გამოყენებული იქნება სარეკლამო კამპანიის დროს.
ეს იდეა განსახორცილებლად უფრო მეტად ეფექტური და ადვილი იქნება იმ ელექტრო-ტექნიკით მოვაჭრეებისათვის ვისაც გააჩნია დიდი ქსელი და ტექნიკის შეკეთების სერვისი, მაგ:, “ელიტ-ელექტრონიკსისათვის”.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 2.67 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება