ხშირად ისე ხდება, რომ გუნდის სწორედ ის წევრები, რომლებიც ყველაზე მეტად გვიშლიან ნერვებს, ზარმაცობენ, აგვიანებენ, უდისციპლინოები, ნაკლებად ენერგიულები და ნაკლებად აქტიურები არიან, ყველაზე რთულ სიტუაციაში სხვებზე მძიმე ტვირთს იღებენ თავის თავზე, სხვებზე მეტად ერთგულები არიან, ყველაზე მეტად აიმედებენ დანარჩენებს, პანიკაშიც ნაკლებად ვარდებიან და ლიდერის საიმედო დასაყრდენიც გახდებიან ხოლმე.
ისინი კი, ვინც ვარსკვლავები იყვნენ კარგ დროს, განსაკუთრებულად აქტიურობდნენ, ინიციატივას გამოხატავდნენ, ლიდერის გარშემოც ყველაზე მეტად ტრიალებდნენ და იმედებსაც სხვებზე მეტად იძლეოდნენ, როგორც წესი, პირველები მიდიან. როცა საქმე ისე არ მიდის, ისინი პირველები ცდილობენ თავს უშველონ და სხვებსაც აქტიურად არწმუნებენ, რომ ნავს დიდი ნახვრეტი აქვს და თავს თუ არ ვუშველეთ დავიხრჩობითო.
სწორედ ამიტომ, ალბათ, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ვინც არ მოგვწონს იმათაც უნდა გავუფრთხილდეთ, ხოლო ვინც ძალიან გვაწონებენ თავს იმათ შეფასებაში და მათ მიმართ მოლოდინშიც ყოველთვის ზომიერები უნდა ვიყოთ თორემ არავინ იცის, რა იქნება ხვალ და ვინ როგორ მოიქცევა, როცა ყველაფერი რადიკალურად შეიცვლება.
Dv0rsky
on May 2nd, 2012
@ 09:58:
ჰეჰ ნაღდად ეგრეა
ნუ ყოველთვის ეგრე არაა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში აუტსაიდერები და “темные лошадки” ყოველთვის დადებითი სიურპრიზებით აღსავსენი არიან ხოლმე