რა უნდა შეცვალოს ხელისუფლებამ ინვესტიციების მოსაზიდად

ყველასთვის ცნობილია და გასაგები რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის ახალი ინვესტიციების მოძიება და რამდენს ცდილობს ხელისუფლება ეფექტური ნაბიჯები გადადგას ამ მიმართულებით. არწმუნებენ პოტენციურ ინვესტორებს, რომ საქართველოში ფულის დაბანდება შეიძლება და მისი მხრიდან ინტერესის შემთხვევაში იწყება აქტიური ძებნა პროექტების (ძირითადად მსხვილი) რომელშიც მისი ჩართვა შეიძლება იყოს ეფექტური. ძირითადად ეს ინვესტორები მსხვილი ბიზნეს ჯგუფები არიან, რომელთა დაინტერესებაც სულ უფრო და უფრო რთული ხდება მსოფლიო ბაზარზე თავისუფალი კაპიტალის სიმცირესთან ერთად და ამ საქმეშიც როგორც წესი სახელმწიფოს პირველი პირები არიან სრულად ჩართულები, რაც ასევე არც თუ ისე მოსახერხებელია მილიონი მიმდინარე საქმის პირობებში.

ჩვენ ვიფიქრეთ რომ თუ ინვესტიციების მოზიდვაზე (და არა ინვესტორების შემოყვანაზე) მუშაობის ძირითადი მოდელი შეიცვლება, კერძოდ კი, სახელმწიფო ქვეყნის შიგნით დაიწყებს ყველაზე საინტერესო პროექტების ძებნას, დახარჯავს ენერგიას მათი მაღალი ხარისხით მომზადებაზე და დაიწყებს მათთვის კონკრეტული, შედარებით მცირე ზომის ვიწროდ სპეციალიზირებული ინვესტორების ძებნას, შედეგი ბევრად ეფექტური იქნება. ბევრი შესაძლებლობა არსებობს დღეს, რომელიც შედარებით მცირე ზომის ინვესტიციებს საჭიროებს მაგრამ უკუგებით ბევრად დიდი შედეგის მიცემა შეუძლია ინვესტორისათვის.

ასეთი პროექტების მოსაძიებლად შეიძლება სპეციალური კონკურსები მოეწყოს სადაც ჟიური გამოცდილი საინვესტიციო ბანკირები იქნებიან, პროექტების დამუშავებაში შეიძლება ამ მიმართულებით სპეციალიზირებული ფირმები (ჩვენ არა :))  და სპეციალისტები ჩაერთონ, ხოლო გამზადებული პროექტებით ინვესტორების დაინტერესებაზე მერე უფრო აქტიურად შეუძლიათ ადგილობრივმა ბანკებმა და სხვადასხვა ქვეყნებში ჩვენმა საელჩოებმა იმუშაონ.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — ჯერ არ შეფასებულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება