ახალი ავტომანქანა თუ ახალი ტრაქტორი

ვფიქრობთ რომ, დღეს ავტომანქანებით მოვაჭრე კომპანიებისთვის ახალი ავტომანქანების გაყიდვასთან შედარებით გაცილებით მარტივი იქნება ახალი ტრაქტორების გაყიდვა.

დღევანდელ პირობებში, ახალი ავტომანქანის შეძენა, რომელიც სოციალურ სტატუს განსაზღვრავს, ნაკლებად საჭირო შენაძენად ითვლება. ხოლო საფერმერო ტრაქტორებზე მოთხოვნა სავარაუდოდ იგივეა რაც კრიზისამდე იყო, რადგანაც ის ქმნის სასარგებლო და საჭირო სასოფლო სამეურნეო პროდუქტს და პროდუქტზე მოთხოვნა კი არ შემცირებულა.

თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოში 3000-ზე მეტი სოფელია და მათ უმეტესობას არ გააჩნია რაიმე სახის მიწის დამამუშავებელი მანქანა, შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ თითო სოფელში თუნდაც ერთი ასეთი ტრაქტორის გაყიდვა უკვე მნიშვნელოვან შემოსავლებს მოიტანს.

ტრაქტორების იმპორტირება შესაძლებელია იაპონიიდან, თურქეთიდან სადაც ისინი შედარებით იაფი ღირს. მათი ღირებულება დამოკიდებულია, როგორც ტრაქტორის სიმძლავრეზე ისე მათ მწარმოებელზე თუმცა რაც არ უნდა იყოს მისი შეძენისთვის თანხის ერთბაშად გადახდა ქართველ ფერმერებს არ შეუძლიათ. ამიტომ შესაძლებელი უნდა იყოს მისი განვადებით შეძენა.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 4.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

1 კომენტარი to “ახალი ავტომანქანა თუ ახალი ტრაქტორი”


  1. არჩილი
    on Jul 27th, 2009
    @ 18:55

    4-იანი დავუწერე, იდეა მე მგონი ეფექტური იქნება თუ სწორი რეალიზება მოეძებნა და თან საერთოდ ახალი ხედვაა ავტომობილების ბიზნესის (5 ამის გამო), თუმცა ვინ შეძლებს ამ რთული პროექტის რეალიზებას? (3 ქულა სირთულის გამო).

    ხოდა კითხვა გამiჩნდა რომელზეც დაფიქრებაც ღირს, ამ საქმეს ვინ იფრო სწორია ხელი მოკიდოს, ავტომობილების გამყიდველმა კომპანიებმა თუ იმათ, ვინც აქამდე ასე თუ ისე სასოფლო სამეურნეო ტექნიკისკენ იხრებოდნენ (ვთქვათ თეგეტა, ან JSC)

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება