ანგარიშები საკუთარი ინიციატივით

თუ ჩვენ ჩვენი ინიციატივით დავიწყებთ მცირე ყოველდღიური ან ყოველკვირეული ანგარიშების მომზადებას ჩვენი უშუალო ხელმძღვანელებისთვის (რა თქმა უნდა, მათთან შეთანხმებით) იმის შესახებ, თუ რა გავაკეთეთ დღის (კვირის) განმავლობაში, რა ამოცანებს ვისახავთ შემდეგი პერიოდისთვის და როგორ ვაპირებთ მათ გადაწყვეტას, აგრეთვე რა დახმარება გვჭირდება მათგან ჩვენი მოვალეობების უკეთ შესასრულებლად, ბევრად უფრო კმაყოფილები იქნებიან ხელმძღვანელები ჩვენით და ჩვენც ბევრად მეტის გაკეთებას მოვასწრებთ. ვინც ამას აკეთებს დაგვეთანხმებით, იმედია.

ხელმძღვანელების უმეტესობა ეჭვობს, რომ მათი თანამშრომლების დიდი ნაწილი არასაკმარისად დატვირთულები არიან, თავის დროს და შესაძლებლობებს ეფექტურად არ იყენებენ და ხშირად სამსახურში მხოლოდ ხელფასის ასაღებად დადიან.

ამის ყველაზე გავრცელებული მიზეზი ის არის, რომ ხელმძღვანელებს არ აქვთ საკმარისი და დროული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას ვაკეთებთ, რა ამოცანებს ვისახავთ და რა გვიშლის ხელს ამ ამოცანების გადაწყვეტაში ისეთი, რის გამოც დროში მათ გადაწყვეტას ვაჭიანურებთ.

მათთვის ამ ინფორმაციის რეგულარულად მიწოდება ერთის მხრივ მათ ეჭვიანობას შეამცირებს, მათი მხრიდან დახმარების მოცულობასაც გაზრდის და ჩვენი მობილიზაციის ხარისხსაც მნიშვნელოვნად აამაღლებს.

ხელმძღვანელები ამ ინფორმაციას ძალიან ხშირად არც წაიკითხავენ, შესაძლოა არც არასოდეს წაიკითხონ, შესაძლოა ნიშანიც კი არ მოგვცენ არაფერი კითხულობენ თუ არა საერთოდ, ან მოსწონთ თუ არა ამ ანგარიშებს რომ ვუგზავნით, მაგრამ, მიუხედავად ამისა, თუ ერთხელ დაგვთანხმდებიან გაგზავნაზე, აჯობებს არ შევწყვიტოთ ამის კეთება არასდროს (სანამ თვითონ არ დაგვიშლიან, რა თქმა უნდა), ამით ბევრი პრობლემის აცილებას შევძლებთ თავიდან.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება