ნელა ვაშენოთ ორგანიზაცია

როგორც ცნობილია, ის, რაც ნელა და სწორად შენდება, ძნელი დასანგრევია, რასაც სწრაფად ვაშენებთ – თავისითაც ადვილად ინგრევა.

ორგანიზაციის მშენებლობაში სამი საკითხია, რომელსაც ყველაზე მეტად არ უყვარს სიჩქარე:  თანამშრომლების მიღება-გაშვება-დაწინაურება, ორგანიზაციული სტრუქტურა და თანამშრომლების მოტივაცია. ამ სამი მიმართულებით მიღებული გადაწყვეტილებების სწრაფად შეცვლა ფაქტიურად შეუძლებელია, მაშინაც კი, როცა მეორე დღესვე ვხვდებით, რომ არასწორი გადაწყვეტილება მივიღეთ. დიდხანს მოგვიწევს იმის ყურება, ჩვენივე ნაჩქარევი გადაწყვეტილება როგორ აზიანებს ორგანიზაციას.

1. ნაჩქარევად აყვანილ კადრს დიდხანს ვეღარ გავუშვებთ. არასწორად დაწინაურებულ კადრს დიდხანს ან ვერასოდეს ვეღარ ჩამოვაქვეითებთ. არასწორად გაშვებული კადრის უკან დაბრუნებას თითქმის აღარასოდეს აღარ მოაქვს სასურველი შედეგი და დაბრუნებითაც ძალიან ცოტა ბრუნდება, მხოლოდ ის, ვისაც სხვა გზა არ აქვს.

2. ნაჩქარევად შექმნილი ქვედანაყაოფის, დივიზიონის, ბლოკის დაშლა და ხელახალი რეორგანიზაცია სწრაფადვე და ადვილად ვეღარ მოხდება, არადა სტრუქტურაში სულ ერთი შეხედვით უწყინარ ცვლილებას, შესაძლოა, სერიოზული უარყოფითი შედეგები მოჰყვეს.

3. მოტივაციის სქემას, რომელსაც თანამშრომლებს გამოვუცხადებთ, სწრაფად ვეღარ შევცვლით მიუხედავად იმისა, რომ, შესაძლოა, მეორე დღესვე მივხვდეთ – არასწორი გადაწყვეტილება მივიღეთ. აქაც დიდხანს მოგვიწევს იმის ყურება, როგორ აზიანებს ჩვენივე მიღებული გადაწყვეტილება ორგანიზაციას.

დღეს, როდესაც ბევრი მიმართულებით გადაწყვეტილებების მიღება განსაკუთრებით სწრაფად არის საჭირო, არის საკითხები, რომელშიც სიჩქარე მაინც არ შეიძლება. ამ სამ საკითხს მათ შორის განსაკუთრებული სიფრთხილე სჭირდება იმიტომ, რომ სამივე ადამიანებს უკავშირდება. ორგანიზაციის მიმართ მათ მოლოდინებს, კმაყოფილებას და დამოკიდებულებას განსაზღვრავს, რაც ყველაზე მეტად განაპირობებს ორგანიზაციის საქმიანობის შედეგებს.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 4.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება