არსებობს სამი რამ, რასაც ყველა ორგანიზაცია უნდა აკეთებდეს, სხვადასხვა დატვირთვით, თავისი ორგანიზაციული პრიორიტეტებიდან გამომდინარე – შესაძლებლობების ძებნა, შესაძლებლობების დამუშავება ან/და შესაძლებლობების განხორციელება.
1. შესაძლებლობების ძებნა
ამ მიმართულებაზე ძირითადად ისეთი ორგანიზაციები კონცენტრირდებიან, რომლებიც საზოგადოებას მუდმივად სიახლეებს, საინტერესო გადაწყვეტილებებს და ინოვაციურ შესაძლებლობებს სთავაზობენ. ისინი ეძებენ განვითარების შესაძლებლობებს 360 გრადუსით, ხედავენ იმ სიცარიელეებს, რასაც ათვისება სჭირდება და მომხმარებელს საინტერესო და ღირებულ ალტერნატივას სთავაზობენ.
2. შესაძლებლობების დამუშავება
ამ მიმართულებაზე ძირითადად ისეთი ორგანიზაციები კონცენტრირდებიან, რომლებიც ცდილობენ, თავიანთი პროდუქცია/სერვისი მუდმივად განახლებული და გაუმჯობესებული შესთავაზონ მომხმარებლებს. ისინი აქტიურად ცდილობენ მომხმარებლების კმაყოფილების გაზრდას დეტალებზე კონცენტრირებით და პროდუქტების/სერვისების სრულყოფილებით.
3. შესაძლებლობების განხორციელება
ამ მიმართულებაზე ძირითადად ისეთი ორგანიზაციები კონცენტრირდებიან, რომლებსაც აქვთ წარმოების ერთი ტექნოლოგია და ორიენტირებულნი არიან პროდუქტების/სერვისის განსაკუთრებულად მაღალი ხარისხით მიწოდებაზე. მათგან მომხმარებლები, შეიძლება, ახალს არც არაფერს ელიან გარდა იმისა, რომ უნდათ ისეთივე მაღალი ხარისხით მიიღონ პროდუქტების/სერვისებისგან სიამოვნება.
აქედან გამომდინარე ყველა საქმე ერთდროულად თანაბრად პრიორიტეტული ვერ იქნება ორგანიზაციისთვის. აქედან რომელიმეს ბუნებრივად და გამორჩეულად წამყვანი პოზიცია ეკავება. მნიშვნელოვანი და მომგებიანია, რომ ორგანიზაციამ სწორად დაალაგოს პრიორიტეტები ამ სამ საქმიანობას შორის, რესურსებიც შესაბამისად გაანაწილოს და ტოპ-მენეჯმენტმა ყოველწლიურად გადახედოს მათ შორის პრიორიტეტებს.
თითოეულ მიმართულებას, სამაგალითოდ, ყველასთვის ცნობილი ორგანიზაციები შეიძლება მივუსადაგოთ
– Bain & company – ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, მოთხოვნადი საკონსულტაციო კომპანია – ისინი აქტიურად ეძებენ, იკვლევენ და ხშირად კლიენტებზე ადრე ხედავენ იმ საჭიროებებს, რაც კლიენტებმა არ იციან, მაგრამ ყველაზე მეტად სჭირდებათ.
– Apple – ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური კომპანია დღეს გამორჩეულად არსებული შესაძლებლობების დამუშავებაზეა კონცენტრირებული. თუმცა, ალბათ, 80 – 90-იან წლებში შესაძლებლობების ანალიზი იყო ორგანიზაციისთვის მთავარი პრიორიტეტი.
– Moleskine – „ლეგენდარული რვეულები“ 1997 წლიდან დღემდე თითქმის პროდუქციის შეუცვლელად მომხმარებლებს სთავაზობს დახვეწილ რვეულებს, ჟურნალებს, საწერ და საკითხ აქსესუარებს. მათი პროდუქცია დღემდე ინარჩუნებს მაღალ მოთხოვნას მომხმარებლებში.