როცა მენეჯერი ხმამაღლა ლაპარაკს იწყებს

საერთოდ, რაც უფრო ხმამაღლა და ემოციურად ლაპარაკობს ადამიანი, მას უფრო ნაკლებად ყურადღებით უსმენენ და რაც უფრო მშვიდად და ხმადაბლა საუბრობს, მით უფრო ყურადღებიანია პუბლიკა. მეტად ესმით მისი და მსმენელები ზედმეტი ემოციების გარეშე შინაარსზე კონცენტრირებასაც ბევრად უკეთ ახერხებენ. ეს ყველამ ვიცით, მაგრამ მენეჯერებს მაინც ხშირად გვაქვს ცდუნება, თანამშრომლებთან საუბრისას, ხმას ავუწიოთ.

ხშირად შემიმჩნევია, როცა რაღაც პოზიცია მაქვს, კარგად მესმის მისი არსიც და მნიშვნელობაც, მაგრამ არ მაქვს მოფიქრებული საკმარისი არგუმენტები მისი დასაბუთებისათვის ხმას ვუწევ, ვიძაბები და ხანდახან ყვირილზეც გადავდივარ (შესაძლოა არც თუ ისე იშვიათად). ასეთ დროს ვატყობ, ყველა თვალებს იწვრილებს, სახეს გვერდზე სწევს და ცხადად ეტყობა აღარაფერს უსმენს. იგი თავდაცვის პოზიციაში გადადის და მოსმენის გარეშე იმაზე იწყებს ფიქრს, რატომ არის ის, რასაც მე ვამბობ არასწორი. დროც იკარგება, ნერვებიც და გარშემომყოფი ადამიანებიც იღლებიან ასეთი ურთიერთობით.

სხვა დროს, კი, როცა არგუმენტები ცხადად მაქვს გააზრებული, მსჯელობის ლოგიკაც თანმიმდევრობით მაქვს დალაგებული და ვიცი, როგორ უნდა დავიწყო და განვავითარო მსჯელობა, არც ხმის აწევა მიწევს, არც ნერვების დაძაბვა და გაგებითაც ბევრად უკეთესად ესმით ჩემი.

ეს ყველაფერი ბევრად უფრო აქტუალური ხდება, როცა ხელმძღვანელები თანამშრომლებთან ხმამაღალ საუბარს ვიწყებთ. ამ დროს ისინი ჩვენ არ გვისმენენ, არაფერი ესმით და მხოლოდ იმაზე ფიქრობენ როგორ დაიცვან თავი. მაგრამ საკმარისია ხმას დავუწიოთ, ვეცადოთ ჩვენი მოსაზრება არგუმენტირებულად დავუსაბუთოთ და გვისმენენ, ადვილად გვეთანხმებიან და ბევრად უფრო თავისუფლად ითვალისწინებენ გაგონილს.

ხმადაბალი და ძლიერ არგუმენტებზე დაფუძნებული მსჯელობა, თითქმის ყოველთვის, ბევრად უფრო შედეგიანია, ვიდრე ემოციებზე დაფუძნებული, შედარებით სუსტად არგუმენტირებული, ხმამაღალი საუბარი. თუმცა პირველი ბევრად უფრო რთულიც არის, ვიდრე მეორე და უფრო მეტ დაფიქრებასაც ითხოვს.

როცა ვფიქრობთ, ახალი ამ ყველაფერში არაფერია, მაგრამ დავიწყებით მაინც ხშირად გვავიწყდება. ხმასაც ხშირად ვუწევთ, ბევრსაც ვკარგავთ ამის გამო და მერე ხშირადაც ვნანობთ, რომ ასე მოვიქეცით.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება