ცუდი მოგება

ცუდია მოგება, რომელსაც ხვალინდელი მოგების შემცირება შეუძლია. ანუ თუ ჩვენ დღევანდელ მოგებას ხვალინდელი მოგების შემცირების ხარჯზე ვზრდით ისეთ მოგებას ვიღებთ, რომელიც უფრო გვაზიანებს, ვიდრე სარგებელს გვაძლევს.

მაგალითად, როდესაც კადრებს არ ვასწავლით იმის გამო, რომ დღევანდელი მოგება გავზარდოთ,  ამით ხვალინდელ მოგებას ვამცირებთ და დღევანდელ მოგებას სწორედ ცუდი მოგებით ვზრდით.

იგივე ეფექტია, როდესაც კლიენტს არ ვეუბნებით რაღაცას ცუდს ჩვენი პროდუქტის შესახებ იმ მოტივით, რომ ჩვენი დღევანდელი მოგება გავზარდოთ. ამით ხვალინდელ მოგებას ვამცირებთ და ე.ი. ამითაც ცუდ მოგებას ვიღებთ დღეს.

როდესაც ნედლეულის ხარისხს ვამცირებთ უფრო მეტი მოგების მისაღებად, დიდი ალბათობაა, რომ ამით ხვალინდელ მოგებას ვკარგავთ და ამითაც რეალურად მხოლოდ ცუდ მოგებას ვზრდით.

საერთოდ იმ საკითხებზე კონცენტრაციას, რომლებზეც ყველაზე მეტად არის დამოკიდებული მოგება, საბოლოო ჯამში, ბევრად მეტი მოგება მოაქვს, ვიდრე თვითონ მოგებაზე ყოველდღიურ კონცენტრაციას.

თუ, მაგალითად, ჩვენი მოგების ზრდა ყველაზე მეტად კარგ პროდუქტზე, ეფექტიანი გაყიდვების სისტემაზე და რესურსების მართვის გამართულ მექანიზმზე არის დამოკიდებული, მაშინ სჯობს, რომ მენეჯმენტმაც მთელი აქცენტები სწორედ ამ საკითხებზე გადაიტანოს და არა ყოველ დილით ახლიდან დასვას კითხვა – აბა, რა გავაკეთოთ დღეს მოგების კიდევ უფრო გასაზრდელადო.

ასე ყველაზე ადვილია ცუდი მოგება ავიცილოთ თავიდან.



ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — ჯერ არ შეფასებულა
Loading ... Loading ...





დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება