პრიორიტეტებში აცდენა

შეიძლება ხელმძღვანელმა ძალიან ბევრი იშრომოს, დღე და ღამე გაასწოროს, ხალხიც ამუშაოს, დავალებები აძლიოს და მათი შესრულებაც აკონტროლოს. შეიძლება ამ დროს ეჩვენებოდეს კიდეც, რომ ყველაფერი კარგად მიდის, მიზანიც აქვეა, სადღაც ძალიან ახლოს. მაშინ კი, როდესაც ჭეშმარიტების მომენტი დგება და როცა უნდა შეფასდეს მთელი მისი შემოქმედება შესაძლოა აღმოჩნდეს, რომ მივიდა სადღაც ძალიან სხვაგან, რომელიც უშორეს მანძილზეა იქიდან, სადაც ამბობდა, რომ უნდოდა მისვლა. ეს ნიშნავს, რომ ხელმძღვანელი აცდა რეალურ პრიორიტეტებს.

პრიორიტეტებში აცდენას ყველაზე ხშირად სამი მთავარი მიზეზი განაპირობებს:

1. თუ რეალურად ხელმძღვანელისთვის მნიშვნელოვანი იმ მიზნის მიღწევა კი არ არის, რომელსაც აცხადებს, არამედ სულ სხვა რაღაც. ანუ რეალური მიზანი და რეალური მოტივაცია არ შეესაბამება დეკლარირებულ მიზანს. ეს ავტომატურად იწვევს პრიორიტეტებში აცდენას. არ შეიძლება მუდმივად გრძნობდე პრიორიტეტებს იმ მიზნისთვის, რომელიც სინამდვილეში ნაკლებად მნიშვნელოვანია შენთვის.

2. როდესაც ხელმძღვანელი არავის ეკითხება და ყოველთვის თვითონ საზღვრავს რა არის მთავარი, რა გზებით უნდა მოხდეს მიზნების მიღწევა, ამ დროსაც დიდია იმის ალბათობა, რომ პრიორიტეტებში აცდენა მოხდება.

3. როდესაც არ არსებობს რეალური მექანიზმი, რომელსაც დროულად და ობიექტურად შეუძლია უთხრას იქ მიდის თუ არა სინამდვილეში, სადაც ამბობს, რომ უნდა მისვლა. ამ დროსაც დიდია იმის ალბათობა, რომ ერთხელაც აცდება პრიორიტეტებში და ფუჭად მოუწევს მისი და სხვების დროის და ენერგიის ხარჯვა.

რეალური მიზნის დეკლარირება, ან დეკლარირებული მიზნის დასახვა რეალურ მიზნად, გზებთან დაკავშირებით მუდმივი კონსულტაციები სხვებთან და რეალური, ქმედითი უკუკავშირის მექანიზმის არსებობა ერთადერთი გზაა, რომელსაც შეუძლია ხელმძღვანელი პრიორიტეტებში აცდენისაგან დააზღვიოს.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — ჯერ არ შეფასებულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება