რაც უფრო მეტად უჭირს ორგანიზაციას მით უფრო დიდი და მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება შეუძლია ბევრად უფრო ადვილად. ამიტომ, ყველაზე რთულ პერიოდებში განსაკუთრებით მობილიზებული უნდა იყოს მენეჯმენტი იმისათვის, რომ ეს ცვლილებები დროულად და სწორად განახორციელოს.
სწორედ ასეთ დროს შეუძლია მენეჯმენტს დასვას სამი ყველაზე მთავარი კითხვა და სრულიად ახალი, განსხვავებული პასუხები გასცეს მათ:
ა) ხომ არ უნდა შევცვალოთ მომხმარებელთა პრიორიტეტული ჯგუფი და ახალ სეგმენტზე ხომ არ უნდა გადავერთოთ.
ბ) ხომ არ უნდა შევცვალოთ პრიორიტეტული პროდუქტი/მომსახურება და სხვა პროდუქტზე ან მომსახურებაზე ხომ არ უნდა გავაკეთოთ აქცენტი.
დ) ხომ არ უნდა შევცვალოთ გაყიდვების მიდგომა და ახლებური გზით ხომ არ უნდა ვეცადოთ გავზარდოთ ინტერესი და მოთხოვნა ჩვენი პროდუქტის/მომსახურების მიმართ.
ამ კითხვებზე სრულიად ახალი, განსხვავებული პასუხების გაცემა ჩვეულებრივ სიტუაციაში, მითუმეტეს ზრდის ფაზაში, ფაქტიურად შეუძლებელია. კრიზისი კი საუკეთესო დროა პრინციპულად ახალი გადაწყვეტილებების მისაღებად. რის შემდეგაც, შესაბამისად უნდა შეცვალო ორგანიზაციის სტრუქტურა, პროცესები, მოტივაციის სისტემები და შენს ორგანიზაციას სრულიად ახალი სული შთაბერო, რომელიც მას წარმატების ახალ სიმაღლეებს დააპყრობინებს.