წინაპრების რელიქვია

ერთ-ერთ ცნობილ, დიდ ქართულ კომპანიაში მოგვიყვნენ, რომ დასაწყისში, როდესაც ორგანიზაცია ჯერ კიდევ პატარა და სუსტი იყო, რამოდენიმე მნიშვნელოვანი ფინანსური კრიზისის გადატანა მოუხდათ. ერთ-ერთი განსაკუთრებულად მძიმე კრიზის დროს თანამშრომლების ნაწილს სახლიდან ძვირფასეულობა მოუტანია და მენეჯმენტისთვის შეუთავაზებია, გაეყიდათ და ისე გაესტუმრებინათ ვალდებულებების ნაწილი.

იმისათვის, რომ თანამშრომლებმა ძალიან მოინდომონ, განსაკუთრებული იდეები მოიტანონ, პასუხისმგებლობა აიღონ მათ განხორციელებაზე და მერე, დიდი მონდომებით და ძალისხმევით, ეს იდეები ცხოვრებაშიც განახორციელონ, ამასთან ერთად ყველა დეტალში მაქსიმალური მონდომება და გულისყური ჩადონ, მათ დაახლოებით ისეთივე დონის და ხარისხის მოტივაცია უნდა ჰქონდეთ, რასაც საჭიროების შემთხვევაში შეუძლია ადამიანს უბიძგოს სახლიდან წინაპრების დატოვებული რელიქვია მოიტანოს.

ადამიანები გრძნობენ, როდესაც რაღაც განსაკუთრებულს ქმნიან, ეს მათთვის რაიმე საკუთრი, ძალიან ძვირფასის გაცემის ტოლფასია. ვერავინ აიძულებს მათ, ეს ძალით გააკეთონ, არც კონტოლის და შეფასების და მარტივი მოტივაციის სისტემები არის ამისათვის საკმარისი. ისინი მხოლოდ მაშინ აკეთებენ ამას, როცა ზუსტად იციან, რომ მათი ლიდერი და მათი ორგანიზაცია ამას ნამდვილად იმსახურებს მათგან.

თუ გვინდა შევაფასოთ, რამდენად ძლიერია გუნდი და რამდენად ძლიერია ლიდერი, უნდა დავფიქრდეთ, არის თუ არა გუნდში იმხელა მუხტი და მონდომება, რომელიც საკმარისი იქნება აუცილებლობის შემთხვევაში ადამიანებმა სახლიდან წინაპრების დატოვებული რელიქვია გამოიტანონ. მხოლოდ ასე მოტივირებულ და დამუხტულ გუნდს შეუძლია განსაკუთრებულად დიდ და განსაკუთრებულად რთულ მიზნებს მიაღწიოს.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — ჯერ არ შეფასებულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება