რა შეუძლიათ გააკეთონ IT კომპანიებმა საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციისთვის საზოგადოების ინტერესების სასარგებლოდ

ქართული IT კომპანიები სათანადო ყურადღებას რომ უთმობდნენ ამ საკითხს, ახალ ტექნოლოგიებს მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლიათ სახელმწიფო თუ კერძო სექტორების საქმიანობის ეფექტურობის ამაღლებაში. ამასთან, დიდ სარგებელს მოუტანდა თვითონ ამ კომპანიებს, რომლებიც შეძლებენ მოძებნონ სხვადასხვა დარგებში ტექნოლოგიების დანერგვის შესაძლებლობები, დაამუშავონ და დანერგონ რეალობაში.

ერთ-ერთი ასეთი შესაძლებლობაა მოსახლეობის ავადმყოფობის ისტორიების აღრიცხვის ერთიანი სისტემის ჩამოყალიბება.

თუ ვინმე დაამუშავებს პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც იძლევა საშუალებას პაციენტების ავადმყოფობის ისტორიის შესახებ ინფორმაციის შეტანისა და საჭირო ინფორმაციის ამოღებისა, შემდეგ ამ პროგრამულ უზრუნველყოფას დანერგავს სამკურნალო დაწესებულებებში, რომლებიც ერთიან კომპიუტერულ სისტემაში პერმანენტულად შეიტანენ პაციენტის მკურნალობის ისტორიას, ეს საშუალებას მისცემს ნებისმიერ ექიმს, ნებისმიერ პოლიკლინიკაში, საავადმყოფოში, ნებისმიერ ქალაქში თუ რაიონულ ცენტრში,  ინტერნეტის საშუალებით დაათვალიეროს ნებისმიერი ადამიანის ავადმყოფობის ისტორია, რაც მნიშვნელოვნად გაუადვილებს მას დანიშნოს სწორი და ეფექტური მკურნალობა.

ასეთი შესაძლებლობები ბევრია, მთავარია, ვინმემ მუდმივად იფიქროს მათ ძიებასა და რეალობაში გადატანაზე.

მაგალითისთვის, ასეთივე ტიპის შესაძლებლობები შეიძლება იყოს სკოლის მოსწავლეების აკადემიური მოსწრების, ყოფაქცევისა და გაკვეთილებზე დასწრების ერთიანი სისტემის ჩამოყალიბება, ასევე, სისხლის სამართლის (სამოქალაქო, ადმინისტრაციული) საქმეების მიმდინარეობის აღრიცხვის ერთიანი სისტემის ჩამოყალიბება.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

2 კომენტარი to “რა შეუძლიათ გააკეთონ IT კომპანიებმა საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციისთვის საზოგადოების ინტერესების სასარგებლოდ”


  1. არჩილი
    on Jul 28th, 2009
    @ 13:56

    აქ ტექნიკურ გადაწყვეტილებასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მოტივაციის სქემა ერთმანეთის კონკურენციაში მყოფილ კლინიკებისთვის (სასამართლოს შემთხვევაში მე მგონი ეს არაა აქტუალური. სახელმწიფოს ჩარევა ამ პროექტში და ანკეტირების სავალდებულოდ გახსნა არ დააზღვევს ამ რისკს?

    და თუ სახელმწიფოსთან არ გამოვა, ჩემი აზრით თუ ეს პროექტი სადაზღვევოებთან ერთად გაკეთდება, შეიძება მანდ გამოიძებნოს გზა ამ მოტივაციის შესაქმნელად. ერთი სადაზღვევო კომპანიის პროვაიდერები იმდენად კონკურენტებიც აღარ არიან ერთმანეთის (თუ არ ვცდები)


  2. ირაკლი
    on Jul 28th, 2009
    @ 18:25

    ეს ძალიან მაგარი პროექტია, ისრაელშია ეგ აწყობილი ბავშვი როგორ გაჩნდა მაგის მერე ყველა სამედიცინო ჩარევა აღირიცხება და მიბმულია პირად ნომერს და რამდენიმე ორგანიზაციაას აქვს წვდომა: კლინიკა, აფთიაქი, სადაზღვევო… საქართველოშიც იყო მაგაზე საუბარო მარა ვერ მოაბეს თავი.

    კარგი აზრია!!! 5!!

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება