ტოპ-მენეჯმენტური ჩურჩული

ის ტოპ – მენეჯერი, რომელიც გუნდის წევრებს აძლევს უფლებას მასთან პირად საუბარში სხვა კოლეგაზე ცუდად ისაუბრონ, ძლიერ გუნდს და შესაბამისად – ძლიერ ორგანიზაციას ვერასოდეს შექმნის. კიდევ უფრო გაუჭირდება გუნდის შეკვრა ისეთ ხელმძღვანელს, რომელიც თავის თავს აძლევს უფლებას, სხვა გუნდის წევრებთან საუბრისას ცუდად მოიხსენიოს კოლეგა, რომელიც საუბარს არ ესწრება.

საქმე იმაშია, რომ ადამიანს, რომელიც ხელმძღვანელთან ცუდად საუბრობს მის კოლეგაზე და ამას ხელმძღვანელი პროტესტის გარეშე უსმენს, წარმოდგენა ექმნება, რომ უფრო ახლო, უფრო ინტიმურ ურთიერთობაში შედის პირველ პირთან. ეს მას ბევრად დესტრუქციულს ხდის როგორც კოლეგებთან, ისე მის თანამშრომლებთან ურთიერთობაში. და თუ ისე მოხდა, რომ პირველი პირის საუბარში მისი მოსაზრებების გავლენაც გამოიკვეთა, ასჯერ მეტად ძაბავს ფონს და ადამიანების უკმაყოფილებას ზრდის.

ხელმძღვანელი, რომელიც ამა თუ იმ კოლეგას სხვა კოლეგებთან საუბარში ცუდად მოიხსენიებს, ერთის მხრივ ავტომატურად წირავს მას დანარჩენების მხრიდან უპატივცემულობაზე და მეორეს მხრივ, დანარჩენებში აჩენს ეჭვს, რომ ეს ადამიანი მათზეც მათ გარეშე მსგავს რაღაცეებს ლაპარაკობს. რაც უფრო ჩაკეტილს და ფრთხილს ხდის გუნდის თითოეულ წევრს როგორც ხელმძღვანელთან, ისე ერთმანეთთან ურთიერთობაში და გუნდიც დაშლას იწყებს.

სამწუხაროდ, არიან ხელმძღვანელები და არც თუ ისე ცოტა, რომლებმაც ეს ყველაფერი ძალიან კარგად იციან, მაგრამ მათთვის ძლიერი გუნდის შეკვრაზე მნიშვნელოვანი გუნდის თითოეული წევრის პირადად მასზე დამოკიდებულების გაზრდაა. ასე ისინი ფიქრობენ, რომ უკეთესად შეინარჩუნებენ ადგილსაც და მართვასაც უკეთესად შეძლებენ. სწორედ ამიტომ ისინი ვერც გუნდის შექმნას ახერხებენ და ვერც დიდი წარმატებების შენარჩუნებას.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — ჯერ არ შეფასებულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება