ყველაზე რთული საკადრო გადაწყვეტილებები ახალი შტატის დამატება, ცალკეული ან ყველა თანამშრომლისთვის ხელფასის მნიშვნელოვნად მომატება და ერთჯერადი პრემიების გაცემის გადაწყვეტილებებია. არც ერთში ამ სამიდან არც დაგვიანება არ შეიძლება და არასწორი გადაწყვეტილების მიღებასაც შესაძლოა მნიშვნელოვანი უარყოფითი ეფექტები მოყვეს. ამიტომ მიზანშეწონილია, რომ მინიმუმ ამ სამ საკითხზე გადაწყვეტილებები კარგად ორგანიზებულად და რეგულარულად მიიღებოდეს.
ამისთვის საკადრო კომისია ერთ-ერთი ყველაზე კარგი გადაწყვეტილება შეიძლება იყოს. მასში, როგორც წესი, გენერალური დირექტორი, ფინანსური დირექტორი და ადამიანური რესურების მართვის მენეჯერები შედიან.
კომისია წესით არაუმცირეს სამ თვეში ერთხელ და განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში უნდა იკრიბებოდეს და ყველამ უნდა იცოდეს, თუ მის კომპეტენციაში შესულ საკითხებში უნდათ რაიმე გადაწყვეტილება იქნეს მიღებული სწორედ ამ შეხვედრისთვის მათი წინადადება კარგად არგუმენტირებულად უნდა მოამზადონ.
ახალი შტატის დამატება, ყველაზე რთულ პოზიციაზე კადრის აყვანა, ხელფასის მნიშვნელოვანი მომატება ნებისმიერი თანამშრომლისთვის, ერთჯერადი პრემიის გაცემა, რომელიც პრემირების დამტკიცებულ სქემაში არ ჯდება, თანამშრომლების საქმიანობის შეფასების პროცესის უწყვეტობის უზრუნველყოფა, პრემირების სისტემების განვითარების, სახელფასო განაკვეთების მომატების შესახებ გადაწყვეტილებების მიღება ან დირექტორატისთვის წარსადგენად მომზადება, აგრეთვე, ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული სხვა ბევრი რთული საკითხი შეიძლება შედიოდეს ამ ორგანოს კომპეტენციაში.
საკადრო კომისია სასურველია წელიწადში ერთხელ ამზადებდეს ანგარიშს დირექტორატისთვის, ან სამეთვალყურეო საბჭოსთვის გაწეული მუშაობისა და მისი შედეგების შესახებ.
საკადრო კომისიის არსებობა, მისი რეგულარული შეხვედრები უზრუნველყოფს იმას, რომ კადრებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები დროულად და სწორად მიიღებოდეს.