როგორ შეიძლება გახდეს ერთ-ერთი სააფთიაქო ქსელი (ვინც მოასწრებს ამის გაკეთებას) უფრო მეტად საინტერესო მომხმარებლებისთვის

წარმოიდგინეთ შედიხართ აფთიაქში და იქვე კუთხეში დგას დაახლოებით ისეთი აპარატი როგორიცაა კომუნალური გადახდების აპარატები. მიდიხართ ამ აპარატთან და ატარებთ თქვენს ლოიალობის ბარათს (მაგ: ზღარბი ბარათი, ჩემი ოჯახის ბარათი, მტრედი ბარათი და სხვ.), რის შემდეგაც ეკრანზე გამოდის შეკითხვა ოთხი სავარაუდო პასუხით. თქვენ გაქვთ 20 წამი რათა აირჩიოთ სწორი პასუხი. თუკი თქვენს მიერ არჩეული პასუხი სწორი აღმოჩნდება აპარატიდან ამოიბეჭდება სპეციალური ფასდაკლების კუპონი, რომლითაც შეგიძლიათ ამ აფთიაქში შეიძინოთ პროდუქცია ფასდაკლებით. კუპონს ვადა აქვს 24 საათი და თქვენ მხოლოდ დღეში ერთხელ შეგიძლიათ მსგავსი რაღაცის გაკეთება.

ვფიქრობთ კარგი ნოვაცია იქნება თუკი რომელიმე სააფთიაქო ქსელი მსგავს რაღაცას გააკეთებს საკუთარ აფთიაქებში (ერთ ან ორში მაინც). ამით ძალიან გაახალისებს მომხმარებელს და ინოვატორის იმიჯსაც შეიქმნის.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

3 კომენტარი to “როგორ შეიძლება გახდეს ერთ-ერთი სააფთიაქო ქსელი (ვინც მოასწრებს ამის გაკეთებას) უფრო მეტად საინტერესო მომხმარებლებისთვის”


  1. არჩილი
    on Jul 29th, 2009
    @ 11:44

    :)”რა სად როდის”-ის კითხვები უნდა იყოს. მე მგონი კაი იდეაა.

    და 6 თვის განმავლკობაში ყველაზე კარგად პასუხებს ვინც სცემს იმათგან პირველი 6 კაცი უნდა სეზონის თამაშებზეც გაიყვანო გუნდად თუ მოუნდებათ. მე პირადად ეგეთი რამე რომ იყოს ყოველ დღე შევიდოდი იმ კითხვის საპასუხოდ. რა სად როდის-ის თამაშზე მოთამაშედ მოხვედრა კაი იქნებოდა :)


  2. გიგა
    on Aug 14th, 2009
    @ 12:07

    იდეა კიარა სიზმარია. რა სისულელეა რა არის ეს?!


  3. tazo
    on Sep 28th, 2009
    @ 15:02

    კარგი იქნებოდა თუ აფთიაქს თავისივე ექიმი კონსულტანტი ეყოლება რომელიც უფასოდ გაუწევს კონსულტაციას კლიენტებს. მაგრამ ჩვენი ჯანდაცვის ხელში არამგონია ამის ნება დართონ. საქართველოში ხომ ყველა სფერო იძულების სისტემით მუშაობს.

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება