კარგი მენეჯმენტის მარტივი ტესტი

როდესაც ხელმძღვანელს არ შეუძლია ერთ, ძალიან მოკლე წინადადებაში ჩაატიოს თუ რას საქმიანობს მისი ორგანიზაცია, ესე იგი მან საკუთარი ორგანიზაციის შესახებ ჯერ კიდევ ძალიან ბევრი რამე არ იცის.

თუ ხელმძღვანელს არ შეუძლია 20-30 წამში ჩაატიოს როგორია მისი ორგანიზაციის სტრატეგია მოცემული მომენტისთვის, ეს ნიშნავს, რომ ამ ორგანიზაციას სტრატეგია არ აქვს ან მან ის არ იცის.

თუ ორგანიზაციის უმაღლესი ხელმძღვანელები ინდივიდუალურ საუბარში სხვადასხვა პასუხს სცემენ კითხვას, თუ როგორ შოულობს ორგანიზაცია ფულს, ენ ნიშნავს, რომ ეს ორგანიზაცია ან ძალიან ბევრ შესაძლებლობას კარგავს, ან მას მენეჯმენტის გუნდი საერთოდ არ გააჩნია.

უმაღლესი მენეჯმენტის წევრებისათვის ინდივიდუალურად დასმული ეს სამი მარტივი კითხვა საუკეთესო ტესტია იმის დასადგენად, თუ რამდენად კარგი მენეჯმენტი ჰყავს ამ ორგანიზაციას.



ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 4.67 ქულა
Loading ... Loading ...





დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება