სტრატეგიის განხორციელების სამი პირობა

იმისათვის, რომ სტრატეგია ცხოვრებაში განხორციელდეს სამი პირობაა საჭირო:

1. ის იმ ადამიანებმა უნდა შეიმუშავონ, ვის მხრებზეც მისმა განხორციელებამ უნდა გადაიაროს. სულ რომ ჩუმად იყვნენ და გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობას არ იღებდნენ, ან მათი მონაწილეობა მთლად ღირებულიც არ იყოს (რაც ნაკლებად სავარაუდოა), მათი ყოფნა სტრატეგიის დამუშავებისას აუცილებელია.

2. ის საკმარისად კონკრეტული და ცხადი უნდა იყოს, რომ არ ჩნდებოდეს კითხვა – ახლა რა ვქნათ, საიდან დავიწყოთ. გადაწყვეტილებები უნდა იყოს საკმარისად დაკონკრეტებული, რათა ცხადი იყოს ვინ რა უნდა გააკეთოს მისი განხორციელებისათვის.

3. ორგანიზაციულ სტრუქტურაში უნდა განხორციელდეს სტრატეგიის შესაბამისი ცვლილებები, რათა ორგანიზაციის რეალური ამოცანები და მასზე პასუხისმგებლობები ყოველდღიურ მუშაობაში (რასაც სტრუქტურა განაპირობებს) იყოს მაქსიმალურად შესატყვისი სტრატეგიით გათვალისწინებული პრიორიტეტების.

ამ სამი პირობის გარეშე ნებისმიერი, თუნდაც გენიალური სტრატეგია თაროზე შემოდებულ ქაღალდის გროვად დარჩება, ან კიდევ უფრო უარესი – “ფაილად” რომელიღაც “ფოლდერში”, რომელსაც პირველისგან განსხვავებით გადაფურცვლაც კი არ უწერია.



ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება