თუ თქვენს ორგანიზაციას თქვენთან ერთად შეკრული, ძლიერი გუნდი მართავს; თუ თქვენს კოლეგებთან ერთად მუშაობა ძალიან გსიამოვნებთ და ფიქრობთ, რომ გაგიმართლათ ასეთ ადამიანებთან ერთად რომ მოგიწიათ ყოფნა, მაშინ დაჯექით და მათთან ერთად გაიაზრეთ რისი კეთება გესიამოვნებოდათ ყველაზე უფრო მეტად, ფული რომ არ არსებობდეს დედამიწაზე საერთოდ.
თუ შეთანხმებული, ყველას საერთო პასუხი იქნება, რომ თქვენ არ შეცვლიდით ორგანიზაციის პროფილს და იგივე საქმის კეთებას გააგრძელებდით (თუ ბანკში ან ფულთან დაკავშირებულ სხვა მსგავს სტრუქტურაში არ მუშაობთ რა თქმა უნდა ), ეს ნიშნავს, რომ ადამიანებთან ერთად საქმის, სამსახურის, ან პროფესიის არჩევაშიც ძალიან გაგიმართლათ.
მაგრამ თუ აღმოჩნდება, რომ თქვენ ყველა, ასეთ შემთხვევაში, უფრო დიდი სიამოვნებით რაღაცა სხვას გააკეთებდით, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ ღირს თქვენი ორგანიზაციის საქმიანობის პროფილის გადახედვა.
გულით, შეკრული გუნდის მიერ, სიამოვნებით გაკეთებული საქმისათვის ყოველთვის მოიძებნება ადექვატური უკუგების მიღების გზები. ცოტა დაფიქრება და მონდომება ადვილად დაგანახებთ გზებს როგორ აქციოთ თქვენთვის სასურველი საქმე რენტაბელურ და წარმატებულ საქმიანობად.