თანამედროვე მონები

ხშირად ხდება ისე, რომ ხელმძღვანელი ყველაფერს აკეთებს, რათა რომ მისი გუნდის განსაკუთრებულად ღირებული წევრი სამუშაოდ სხვა ქვედანაყოფში, ან სხვა ორგანიზაციაში არ გაუშვას, მაშინაც კი, თუ ეს ამ ადამიანისათვის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება იქნებოდა.

არ უშვებენ ხელმძღვანელებთან პირდაპირ, არ აძლევენ დადებით დახასიათებებს საუბრებში, ბლოკავენ მათგან წამოსულ განსაკუთრებულად ღირებულ იდეებს. მათი მოთხოვნების და თხოვნების შესრულებას განსაკუთრებით ართულებენ და აფერხებენ.

თუ ხელმძღვანელობამ მაინც დაინახა ამ ადამიანის უნარები და მისი დაწინაურება გადაწყვიტა ყველანაირად არწმუნებენ, რომ ის ამისათვის ჯერ არ არის მზად. სულ ბოლოს კი უბრალოდ არგუმენტად ასახელებენ, რომ ამ ეტაპზე ეს ადამიანი შეუცვლელია და ასე ახერხებენ კიდევ უფრო დიდი ხნით მის შენარჩუნებას.

ამით, საბოლოო ჯამში, იმას აღწევენ, რომ სხვებიც იმავე გუნდში ბევრად უფრო ნაკლებად პროდუქტიულები და ინიციატივიანები ხდებიან. თვითონ ამ ადამიანებსაც, მას შემდეგ, რაც მიხვდებიან, რომ განვითარების შესაძლებლობებს კარგავენ, უარყოფითად განაწყობენ მათ მიმართ და ორგანიზაციის მიმართაც და კიდევ უფრო მეტად უბიძგებენ წასვლისაკენ.



ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — ჯერ არ შეფასებულა
Loading ... Loading ...





დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება