რაც ძნელად მოდის

ბევრისგან გამიგია: რაც ძნელად მოდის ბევრად ტკბილია, ბევრად უფრო სასარგებლო, ბევრად უფრო მყარი და სტაბილურია. ის კი, რაც ადვილად და სწრაფად მოდის პირიქით, ბევრად უფრო მყიფეა, სუსტია და ადვილადვე იკარგება.

ეს ალბათ ნიშნავს, რომ როცა რაღაცას ადვილად ვაღწევთ არც ისე ძალიან უნდა გვიხაროდეს და უნდა ველოდოთ, რომ მისი შენარჩუნება გაგვიჭირდება.

და როცა რაღაცის მიღწევა გვიჭირს პირიქით, უნდა გვიხაროდეს იმიტომ, რომ რასაც მივიღებთ ჩვენთვის ბევრად სასარგებლო და სასიამოვნო იქნება და მისი შენარჩუნებაც არ იქნება ძალიან რთული.

შურითაც არ უნდა გვშურდეს, როცა სხვა რაღაცას ადვილად აღწევს და გულიც არ უნდა გვწყდებოდეს იმიტომ, რომ არავინ იცის რამდენად ადვილი იქნება მისთვის ამ წარმატების შენარჩუნება.

მაგრამ, როცა ვხედავთ, როგორ დაჟინებით იბრძვის ადამიანი თუ ორგანიზაცია, როგორ ნელ-ნელა და თანმიმდევრობით მიიწევს დასახული მიზნისაკენ, როგორ პატარ-პატარა წარმატებებით და ხშირი წარუმატებლობებით იწრთობა და ძლიერდება ყოველდღიურად, როგორ ეზრდება კეთების უნარი და შემართებაც არ უვარდება ბრძოლისათვის, მისი კი უნდა გვშურდეს, არამედ და უნდა ვცდილობდეთ ვისწავლოთ მისგან. იმიტომ, რომ ასეთი ადამიანებიც და ორგანიზაციებიც მაშინაც კი გამარჯვებულები არიან, როცა ბოლომდე ვერ აღწევენ დასახულ მიზანს, თუმცა ეს ძალიან იშვიათად ხდება.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

1 კომენტარი to “რაც ძნელად მოდის”


  1. ნინო
    on Jul 2nd, 2012
    @ 16:29

    საოცრად საინტერესო და პრაქტიკული ინფორმაციებია,რომელიც ნამდვილად დამეხმარება ჩემს საქმიანობაში.
    მადლობა

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება