ბევრად უფრი ადვილი ხდება მსჯელობა და გადაწყვეტილების მოფიქრება ჯგუფში, თუ იცი როგორი ალგორითმით უნდა განიხილო ამოცანა. ხუთი ნაბიჯი, რაც სამუშაო ჯგუფმა რთული ამოცანის განხილვისა და გადაწყვეტის გზების დასამუშავებლად უნდა გაიაროს შემდეგია:
1. ამოცანის არსის განხილვა – საჭიროა სამუშაო ჯგუფის ყველა წევრმა მოკლედ ახსნას, როგორ ესმის ამოცანის არსი. შეხვედრის წამყვანმა კი ეს მოსაზრებები უნდა შეაჯეროს და ამოცანის ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებლები დააფიქსიროს.
2. ამოცანის დაშლა პატარა ამოცანებად – სამუშაო ჯგუფის წევრებმა უნდა დაასახელონ პატარა ამოცანები, რომელთა გადაწყვეტაც ამ რთული ამოცანის გადაწყვეტას ემსახურება. საჭიროა გაკეთდეს მაქსიმალურად სრული ჩამონათვალი ამ ამოცანების და მათ შორის კავშირები დადგინდეს, რომელი ამოცანა რომელ ამოცანას უკავშირდება.
3. ამოცანების პრიორიტეტიზაცია – ყველა ქვეამოცანას გადაწყვეტის შემთხვევაში მთავარ ამოცანაზე თანაბარი გავლენა არ ექნება. ამიტომ საჭიროა ჯგუფის წევრებმა ინდივიდუალურად, სათითაოდ დაასახელონ მათი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეამოცანები ზემოთ დასახელებული სიიდან.
4. უნდა დაგენერირდეს რაც შეიძლება მეტი კონკრეტული იდეა, რომლებიც პრიორიტეტულად მიჩნეული ქვეამოცანების გადაწყვეტას შეუწყობს ხელს.
5. ბოლოს ერთიანი სია სასურველია კრიტიკული თვალით გადაიხედოს და გაიცხრილოს ის, რაც ნაკლებად ღირებულია და მათზე, უკეთეს ნაბიჯებად შეფასდება პასუხისმგებლები და განხორციელების ვადები განისაზღვროს.
ამ ხუთი ნაბიჯის გავლა, თითქმის ნებისმიერი სირთულის ამოცანისთვის, სწორი შემადგენლობის სამუშაო ჯგუფის შემთხვევაში, ერთ შეხვედრაზე, ორი საათის განმავლობაში შეიძლება. ამისათვის, უბრალოდ, სასურველია მინიმუმ წამყვანს მაინც, რაც შეიძლება კარგად მომზადებული ჰქონდეს თავისი მოსაზრებები თითოეულ ამ საკითხთან დაკავშირებით, რომლებიც შემდეგ უკვე მსჯელობაში დაკორექტირდება და დაიხვეწება.