საიდან დავიწყოთ

წარმოიდგინეთ, სახლის მშენებლობა რომ პროექტის გარეშე დავიწყოთ. შემოვღობოთ ტერიტორია, შევიტანოთ სამშენებლო მასალები და დავიწყოთ საძირკველის გათხრა ისე, რომ არ ვიცოდეთ რას ვაშენებთ, ვისთვის, რამხელას, რა ფორმის, რა მასალის და ა.შ. თან ვაკეთებდეთ ამას და თან გზადაგზა ვფიქრობდეთ რა მასალა შევიტანო? საძირკველი როგორ გავთხარო? რა ფორმის, რა ზომის, კოლონები სად და რამდენი ავაგოთ და ა.შ. რამდენჯერ ვინანებთ, რომ გეგმის გარეშე დავიწყეთ მშენებლობა, რამდენჯერ მოგვიწევს გაკეთებულის დანგრევა და ახლიდან გაკეთება, რამდენი ხანი გაგრძელდება მშენებლობა, ან თუ როდესმე დამთავრდება საერთოდ.

მშენებლობის პროექტის გარეშე დაწყება, ალბათ, ვერც წარმოუდგენია ვერავის. მინიმუმ ყველა ადვილად ხვდება, რამდენად წამგებიანი შეიძლება იყოს ეს დროის, ფულის, ნერვების თვალსაზრისით, მაგრამ ძალიან ხშირად ხდება, რომ ბევრად უფრო დიდი, ბევრად უფრო რთული და ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ამოცანების გადაწყვეტას გეგმის გარეშე ვიწყებთ.  არ ვიცით ზუსტად რა უნდა იყოს შედეგი, როგორ შეიძლება რომ მას უფრო რაციონალური დანახარჯებით მივაღწიოთ.

სამაგიეროდ რამდენად და რამდენჯერ ვცვლით ამ პროცესში მიღებულ გადაწყვეტილებებს. ვანგრევთ და ისევ თავიდან ვაშენებთ ზოგჯერ უკვე თითქმის დასრულებულ საქმეებს. დიდი ორგანიზაციებიდანაც კი ბევრი ისე მუშაობს, რომ წლიდან წლამდე სამოქმედო გეგმები არ აქვთ, ქვედანაყოფებმა არ იციან რას და როგორ უნდა მიაღწიონ, ვინ რას აკეთებს და რა მიმართებაშია ეს გეგმები ერთმანეთთან. მუშაობენ და გზადაგზა ფიქრობენ რა გააკეთონ, როგორ იმოქმედონ, რა პროდუქტი შექმნან, როგორ გაყიდონ, მომსახურება როგორ განავითარონ და ა.შ.

წარმოიდგინეთ რამდენი დრო და რესურსი იკარგება ამის გამო, რამდენი დაწყებული საქმის ხელახლა დაწყება ხდება საჭირო, რამდენად იწელება დროში ნებისმიერი საქმის კეთება და რამდენად დამაკმაყოფილებელი შეიძლება იყოს ამ ყველაფრის შედეგი საერთოდ.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — ჯერ არ შეფასებულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება