მუდმივად ახალ-ახალი, საინტერესო ინიციატივებით გამოსვლა საუკეთესო გზაა, რათა სწრაფად გავხდეთ ბევრად უფრო ღირებული ჩვენი ხელმძღვანელებისათვის და მთლიანად ორგანიზაციისათვის. მუდმივ ინიციატივას, როგორი დასჯადიც არ უნდა გვეჩვენებოდეს ის ახლა, სინამდვილეში ყველაზე სწრაფად შეუძლია წარმატება მოგვიტანოს.
რაც დრო გადის თითქმის ნებისმიერი ორგანიზაციის ნებისმიერი, თუნდაც ძალიან პასიური მენეჯმენტისთვისაც კი ახალი იდეები და ინიციატივები თანამშრომლების მხრიდან ყველაზე საჭირო და ყველაზე ღირებული კონტრიბუცია ხდება. შესაბამისად ის თანამშრომლები, რომლებიც მუდმივად ახალ-ახალი ინიციატივებით გამოდიან, ახალ, საინტერესო იდეებს აგენერირებენ, განსაკუთრებით ღირებულები ხდებიან მენეჯმენტისთვის.
აღარ არის საკმარისი ძალიან კარგად, თუნდაც იდეალურად ვაკეთოთ დაკისრებული სამუშაო. საჭიროა მუდმივად ვეძებოთ მენეჯმენტისთვის ისეთი საინტერესო ინფორმაცია ან იდეები, რაც მათ ორგანიზაციის გაზრდაში და განვითარებაში დაეხმარება.
ამ დროს მუდმივად საინტერესო ინიციატივების მოფიქრება ნებისმიერ თანამშრომელს შეუძლია, ამისათვის საკმარისია მხოლოდ მოვინდომოთ და თუნდაც კვირაში ერთი დღიდან, ან თვეში ერთიდან მაინც, დავუთმოთ მათზე ფიქრს მხოლოდ ნახევარი ან ერთი საათი. ამასთან ეს ვაკეთოთ რეგულარულად და არ შევწყვიტოთ მაშინაც კი, თუ დასაწყისში არაფერი ღირებული იდეა არ მოგვდის და გვგონია, რომ არც შეიძლება მოგვივიდეს.
მოფიქრებული იდეების მიწოდება მენეჯმენტისთვის სხვადასხვა ორგანიზაციაში სხვადასხვა გზით არის მიზანშეწონილი, თუმცა გზა ყველგან არსებობს. ამასთან, თითქმის ყველგან ახალი ინიციატივებით მომარაგება უმჯობესია პირველ რიგში უშუალო ხელმძღვანელებისგან დავიწყოთ.