ინოვაციების მაძიებელი

ინოვაციების მნიშვნელობა ყველასათვის ნათელია. მომსახურებაში, პროდუქტებში, საქმის წარმოებაში, შიდა ორგანიზაციაში, შიდა საქმიანობის წესებსა თუ მიდგომებში ახალი, განსხვავებული გადაწყვეტილებების ძიება უწყვეტ პროცესად რომ იქცეს, ინოვაციების მაძიებლის პოზიციის შექმნა, ან რომელიმე არსებული თანამშრომლისათვის ამ ფუნქციის დამატება, შესაძლოა, კარგი გადაწყვეტილება აღმოჩნდეს.

ინოვაციების მაძიებელი, სასურველია, არ იყოს ძალიან გამოცდილი თანამშრომელი. რაც უფრო მეტი პროფესიული სტერეოტიპები აქვს ადამიანს, მით უფრო გაუჭირდება ამ ფუნქციის შესრულება. ამ როლს, ჩვენი აზრით, უკეთ შეასრულებს, ადამიანი, ვისაც გახსნილი გონება, ფართო ხედვა, კარგად განვითარებული კომუნიკაციის უნარი აქვს და მოსაზრებების ცხადად გადმოცემა შეუძლია.

ამ პიროვნების მოვალეობა უნდა იყოს ბევრი სიარული, მუშაობის პროცესებზე დაკვირვება, ინტერნეტში საუკეთესო პრაქტიკის ძიება, თანამშრომლებთან, მომხმარებლებთან მუდმივი კონტაქტი. ასე შეძლებს ის თვეში მინიმუმ ოთხი-ხუთი საინტერესო იდეა მოიძიოს და დაამუშაოს.

ყოველთვიურად ან სამ თვეში ერთხელ თუ დანიშნავთ თათბირს, რომელსაც მრავალი მიმართულების წარმომადგენელი დაესწრება და სადაც ამ ადამიანს ექნება დავალება მოძიებული ახალი, ინოვაციური იდეები წარმოადგინოს, ეს მისთვის საუკეთესო სტიმული იქნება არ გაჩერდეს, კარგი იდეები ეძებოს და კარგადაც ახსნას მათი მნიშვნელობა.

საუკეთესო იდეებისათვის, რომელსაც ეს თათბირი მოიწონებს, უნდა გამოიყოს წახალისების ფონდი, საიდანაც პრემიას ინოვაციების მაძიებელიც მიიღებს და საჭიროების შემთხვევაში სხვასაც გაუნაწილებს, ვინც განსაკუთრებით დაეხმარა ამ იდეის მოძიებასა და განსახილველად მომზადებაში.

ასეთი ადამიანის პოვნა ორგანიზაციის შიგნით არ არის ძნელი. ამისათვის საკმარისია გამოაცხადოთ კონკურსი საუკეთესო ინოვაციურ იდეებზე და ვისაც ყველაზე საინტერესო იდეა ექნება და თან შეძლებს, ის კარგად წარმოადგინოს, სწორედ მათ შორის უნდა აარჩიოთ ინოვაციების მაძიებელიც.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება