მოკლევადიანი და გრძელვადიანი ინტერესების კონფლიქტი

ის, რაც ქვეყნის ეკონომიკისათვის საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია, ხშირად საინტერესო არ არის კერძო მეწარმეებისათვის მოკლევადიან პერიოდში. მეწარმეები ხომ საკუთარ პრიორიტეტებს ძირითადად სწორედ მოკლევადიანი ინტერესებიდან საზღვრავენ. თუ სახელმწიფო შეძლებს მათ მიმდინარე ინტერესი გაუჩინოს ისეთ პროექტებზე, რაც მათაც და ქვეყნის ეკონომიკასაც ეფექტს აუცილებლად მოუტანს საშუალო ან გრძელ ვადაში, ეკონომიკის განვითარებასაც დაეხმარება და სამუშაო ადგილების შექმნასაც შეუწყობს ხელს.

იმპორტშემცვლელი წარმოების ხელშეწყობა, ექსპორტის განვითარების ხელშეწყობა, მცირე ბიზნესის ხელშეწყობა, მოხმარების ზრდის სტიმულირება ქვეყანაში, ქვეყნის პოპულარიზაციაზე ზრუნვა, ცალკეული ქვეყნებიდან საქართველოს მიმართულებით ავიაბილეთების მაქსიმალურად გაიაფებაზე ზრუნვა – სეზონებზე მაინც, სასტუმროების გაიაფებაზე ზრუნვა, სოფლის მეურნეობის ადგილობრივი პროდუქციის შეძენის პროპაგანდა, ზოგადად ქართული წარმოების პროდუქტების მოხმარების პროპაგანდა, ამ მიმართულებით არასამთავრობო სექტორის წახალისების გზით და ა.შ. – სწორედ ის საკითხებია, რომელთა გადაწყვეტაც აღნიშნულ კონტექსტში უნდა ხდებოდეს.

ამ მიმართულებებით სახელმწიფომ უნდა სცადოს მოკლევადიანი ინტერესი გაუჩინოს კერძო მეწარმეებს იმის კეთებაზე, რაც ზუსტად იცის, რომ მათთვისაც და შესაბამისად მთლიანად ქვეყნისთვის საშუალოვადიან თუ არა, გრძელვადიან პერიოდში მაინც აუცილებლად იქნება ეკონომიკურად მომგებიანი.

მოკლევადიანი ინტერესების გაჩენა კი ბევრნაირად შეიძლება. შესაბამისი საკანონმდებლო ცვილილებებიდან და საინვესტიციო პროგრამებიდან დაწყებული, ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებული პროპაგანდის კამპანიებით დამთავრებული.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება