რატომ არის მნიშვნელოვანი მუზეუმების მოწესრიგება თბილისის განვითარებისათვის

თუ გიფიქრიათ რა ეფექტი შეიძლება ჰქონდეს თბილისში არსებული მუზეუმების სულ მცირე რეკონსტრუქციას და უფრო აქტიური მარკეტინგით დამთვალიერებლების მოზიდვას?!

დღეს თბილისში არსებობს დაახლოებით 40 მუზეუმი და სახლ-მუზეუმი, რომლებიც ფაქტიურად ცარიელია. რაც მთავარია ეს მაშინ, როდესაც ადამიანების დიდმა ნაწილმა უბრალოდ არ იცის სად წავიდეს თავისუფალ დროს თანამშრომლებთან, მეგობრენთან ან ოჯახის წევრებთან ერთად. არადა მათთვის ამა თუ იმ ადგილის სულ მცირეთი განახლებაც კი საკმარისია, რომ რაღაც პერიოდის განმავლობაში მისი აქტიური სტუმრები გახდნენ. ამ ხალხის მუზეუმებში მოსაყვანად კი უბრალოდ საჭიროა: მარკეტინგის მცირედი გააქტიურება, ექსპონატების კატალოგების გაკეთება და გავრცელება, სპეციალური ღონისძიებების მოწყობა და გახმაურება.

მუზეუმების გამოცოცხლებისათვის მნიშვნელოვანია აქცენტის გაკეთბა კორპორატიულ გაყიდვებზე ანუ ორგანიზაციებიდან  დამთვალიერებრების მოზიდვაზე. ორგანიზაციებში ინფორმაციის გავრცელება უფრო იაფო ჯდება ერთის მხრივ, ხოლო მეორეს მხრივ ამან შეიძლება ძალიან მოკლე ვადაში გაააქტიუროს დამთვალიერებლები. ადამიანები ჯერ შეიძლება თანამშრომლებთან ერთად წავიდნენ და მერე ოჯახთან და ახლობლებთან ერთადაც (თუ მოეწონებათ რა თქმა უნდა).

ვინ გააკეთებს ამას? თვითონ მუზეუმების ადმინისტრაცია ამას ვერ ახერხებს. იქნებ მერიამ მაინც მიხედოს ამ თემას და პარკებისა და სკვერების განახლებასთან ერთად მუზეუმებში ვიზიტორების გაზრდის სტიმულირებაზეც იზრუნოს.

ესე მოხდება მუზეუმების გაძლიერდება და გამდიდრდება, ხელი შეეწყობა ოჯახთან ერთდ აქტიური დასვენების კულტურის დამკვიდრებას (რაც ძალიან მნიშნელოვანია მცირე ბიზნესის და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის), ასევე ეს დაეხმარება სუვენირების ბიზნესის განვითარებასაც, ვინაიდან შთაბეჭდილებების მერე ბევრი ისურვებს მისი ამსახველი ფოტო მასალის, კატალოგების თუ მცირე ზომის მაკეტებისა თუ ანალოგების სუვენირებად წაღებას.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 3.67 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება