როდესაც თანამშრომლებს ორშაბათი უყვართ

ერთ-ერთი ინდიკატორი იმისა, თუ რამდენად საჭირო კადრები მუშაობენ თქვენთან, რამდენად კმაყოფილები არიან ისინი საკუთარი სამსახურით და რამდენად ახერხებენ თქვენს ორგანიზაციაში ისინი საკუთარი უნარების და შესაძლებლობების რეალიზებას ისიც არის, თუ რამდენად უყვართ მათ თქვენთან ორშაბათი დღე (რა თქმა უნდა, თუ ორშაბათი თქვენს ორგანიზაციაში დასვენების დღე არ არის).

წელიწადში ერთხელ გამოკითხვის ორგანიზება თანამშრომლების კმაყოფილების შესახებ, უკმაყოფილების გამომწვევი მიზეზების სისტემატური ანალიზი და რეაგირების მოქმედებათა გეგმის დამუშავება და განხორციელება, ყოველწლიური პროცესი უნდა იყოს.

ყოველწლიურდ რაც უფრო მეტად შეძლებთ კმაყოფილების გაზრდას, მით უფრო დიდი იქნება იმის შანსი, რომ თქვენი კლიენტების კმაყოფილებაც გაიზრდება და თქვენი ორგანიზაციის მიერ შექმნილი სარგებელიც.

ასეთი გამოკითხვის ჩატარებისთვის ყველაზე კარგი დრო ზაფხულია. ასევე სასურველია ზაფხულში დაიგეგმოს რეაგირების ღონისძიებებიც. ასეთ შემთხვევაში ყველაზე მარტივი, ადვილი და სასწრაფო იდეები უკვე სექტემბრიდან დაიგეგმება, ყველაზე რთულებისა და კაპიტალტევადისთვის კი სათანადო წინაპირობები მომზადდება (ბიუჯეტის, დეტალური გეგმების დამუშავება, და ა.შ.) მომდევნო წელს განსახორციელებლად.

გამოკვლევის შედეგებზე დაყრდნობით სამოქმედო გეგმის დამუშავება სასურველია ამ მიზნით სპეციალურად შექმნილ სამუშაო ჯგუფში მოხდეს. იგი თავის შემოქმედებას უმაღლეს მენეჯმენტს წარუდგენს და ეცდება სათანადოდ დაუსაბუთოს დაგეგმილი თითოეული მოქმედების მნიშვნელობა.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება