ახალმოსულების სამუშაო ადგილზე სწავლება სწავლების ყველაზე პრაქტიკული და ეფექტური მეთოდია. იგი ამავე დროს ეკონომიურიც არის. გამოცდილ თანამშრომლებს შორის ისეთების შერჩევა, რომლებსაც ახალმოსულების სწავლება ყველაზე მეტად მოსწონთ, სიამოვნებთ და კარგადაც გამოსდით; მათი წახალისება უფრო მეტი შემართებით აკეთონ ეს და მათთვის იმ მეთოდების სწავლება, რომლის გამოყენებითაც კიდევ უფრო ადვილად და ხარისხიანად გააკეთებენ ამას, ბევრად გააადვილებს სწავლების პროცესსაც და ახალმოსულების კოლექტივში უფრო ადვილად ინტეგრირებასაც შეუწყობს ხელს.
ასეთი ადამაინების შერჩევა კი ძალიან ადვილია, ჰკითხეთ ყველა თანამშრომელს ჩამოთვალონ ისინი, ვინც მათ, როდესაც ახალი მოსულები იყვნენ, ყველაზე მეტად დაეხმარა საქმიანობის ნიუანსების ათვისებაში. მათი წრე, ვისაც ამის კეთება სიამოვნებს და გამოსდის, ავტომატურად გამოიკვეთება.
ყოველ წელს ასეთი გამოკითხვის ჩატარება ახალმოსულებისათვის, გამოვლენილი თანამშრომლების წახალისება, მათი დამატებითი სწავლების ორგანიზება თუ როგორ ასწავლონ სხვებს უფრო ეფექტურად, ამ ადამიანების პრაქტიკოს შიდატრენერებად გარდაქმნის. ეს დროთა განმავლობაში ყველა თანამშრომელში გააჩენს ახლადმოსულებისათვის მეტი ყურადღების დათმობის მოტივებს, მეტი ხალისით უპასუხებს ყველა, როდესაც რაიმე კითხვები გაუჩნდებათ და გუნდში მათ ინტეგრაციასაც ყველა ერთად შეუწყობს ხელს.