წარმატება-წარუმატებლობის ციკლი

ორგანიზაციების წარმატება-წარუმატებლობა იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორი წარმატების ღირსეულად დასახვედრად არის ის მზად. უფრო დიდ წარმატებას კი მხოლოდ ის ორგანიზაციები აღწევენ, რომლებიც ახერხებენ ღირსეულად ატარონ მიღწეული წარმატება და მას მოდუნების და გაფუჭების უფლება არ მისცენ.

განსაკუთრებით მაშინ, თუ ორგანიზაციის არსებობის დასაწყისში, ან მნიშვნელოვანი რეორგანიზაციის შემდეგ, რაც პირველ წარმატებას მივაღწევთ – შევიფერებთ, დავკმაყოფილდებით, ჩავთვლით, რომ გავიმარჯვეთ, ვერც უფრო მეტ შედეგს მივაღწევთ და უკვე მიღწეულის შენარჩუნებაც ძალიან გაგვიჭირდება.

თუ შევძლებთ, რომ ეს პირველი წარმატება გაოცებით მივიღოთ, დაუმსახურებლად და ბედის დიდ საჩუქრად ჩავთვალოთ, საკუთარი თავი კი მოუმზადებლად ასეთი წარმატების მიღწევისათვის, გაგვიჩნდება შანსი იმისა, რომ წარმატებას ჩვენი დამარცხების შესაძლებლობას არ მივცემთ, განვითარებასაც, სიახლეების ძიებასაც გავაგრძელებთ, სწავლასაც არ შევწყვეტთ და მიღწეულის მყარად დამაგრებასა და საგრძნობლად გაიზრდასაც შევძლებთ. ასეთ შემთხვევაში წარმატებები არ შეწყდება, ახალ-ახალ გამარჯვებებსაც მოვიპოვებთ და მიღებული გამოცდილებაც ბევრად ღირებული იქნება.

თუმცა სადღაც მაინც შეჩერდება ეს პროცესი. და გაჩერდება ზუსტად იქ, სადაც ჩვენ მიღწეულის დატევას ვეღარ შევძლებთ. სადაც ის ჩვენში თვითკმაყოფილებას ზომაზე მეტად გაზრდის და მიღწეულით ტკბობას დაგვაწყებინებს. ზუსტად იქ დაიწყება უკუსვლის პროცესი, რომელიც საბოლოო ჯამში იმით დასრულდება, რომ პატარ-პატარა წარმატებებიც კი სანატრელი გაგვიხდება. მერე კი, თუ დავიმსახურებთ, ყველაფერი ისევ ახლიდან დაიწყება.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება