გუნდის წევრების მაღალი თვითშეფასება დიდი აქტივი შეიძლება გახდს გუნდისათვის. თუ ადამიანები თვლიან, რომ მათ ძალიან ბევრის გაკეთება ძალუძთ, პროფესიონალები არიან და საკუთარი საქმე ძალიან კარგად შეუძლიათ გააკეთონ, ისინი ცდილობენ, ეს იმიჯი ყოველდღიურ მუშაობაში მაქსიმალურად გაამართლონ – კარგად იმუშაონ, სახელი და ავტორიტეტი შეინარჩუნონ და კიდევ უფრო გააძლიერონ.
თუ ხელმძღვანელი ცდილობს მისი გუნდის წევრების თვითშეფასება აამაღლოს, საკმარისად ხშირად ესაუბრება მათ პროფესიული პროგრესის შესახებ, ცდილობს ხელიდან არ გაუშვას მათი შექების შესაძლებლობა არც მათთან პირად საუბარში და არც სხვებთან საუბრისას, ცდილობს გუნდის წევრებს არასდროს უთხრას ისეთი საყვედური, რომელიც მათ თვითშეფასებაზე უარყოფითად იმოქმედებს – ნელ-ნელა მათში თვითშეფასებას აამაღლებს, ბევრად მეტი დამოუკიდებლობის სტიმულს მისცემს თანამშრომლებს და გაუჩენს სურვილს კიდევ უფრო მეტი და კიდევ უფრო უკეთესად აკეთონ, აგრეთვე მუდმივად ისწავლონ იმისათვის, რათა პროფესიონალიზმის დონე ყოველდღიურად სულ უფრო აიმაღლონ.